ანტიოქიის პატრიარქისგან უმე-ს მხარდაჭერა-აღმსარებლობის აქტია, - ეპ. ვიქტორი

20 June 2021 01:05
26
ანტიოქიის პატრიარქი იოანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან შეხვედრის დროს. ფოტო: news.church.ua ანტიოქიის პატრიარქი იოანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან შეხვედრის დროს. ფოტო: news.church.ua

ფანარის მიერ ადგილობრივ ეკლესიებზე ზეწოლის პირობებში, პატრიარქ იოანეს მხარდაჭერის სიტყვები ჟღერს როგორც აღმსარებლობის ერთგვარი აქტი, აღნიშნა მეუფე ვიქტორმა (კოცაბა).

ანტიოქიის პატრიარქის იოანეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის სიტყვები ჟღერს როგორც აღმსარებლობის ერთგვარი აქტი, აღნიშნა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის უფროსმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის Telegram-არხზე.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე Х სიყვარულისა და პატივისცემის სიტყვები გადასცა უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას უთხრა, რომ „ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ“.

ძალზე მნიშვნელოვანი სიტყვებია, რადგან სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებზე ფანარის „პარტნიორების“ უკიდურესი ზეწოლის პირობებში, პატრიარქ იოანეს მხარდაჭერა ჟღერს როგორც აღმსარებლობის ერთგვარი აქტი“, - კომენტარი გააკეთა ეპისკოპოსმა ვიქტორმა ანტიოქიის პატრიარქის მხარდაჭერაზე.

უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის იერარქმა იმედი გამოთქვა, რომ ღმერთი შეეწევა პატრიარქ იოანეს, რომ მომავალშიც სწორ პოზიციაზე იყოს.

დღეს პატრიარქი ამბობდა იმას, რასაც მას გული კარნახობდა, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მისი უნეტარესობის ეს სიტყვები კიდევ არა ერთხელ გაიჟღერებს. ანტიოქიის ეკლესიის წინამძღვარს  გულწრფელად ვუსურვებთ მრავალ კურთხეულ წელს. მდაბლად ვლოცულობთ, რათა ღმერთი შეეწიოს მას ამ პოზიციის შენარჩუნებაში. რადგან ცხონდება მხოლოდ ის, ვინც ბოლომდე დაითმინა!“ - ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი ანტონი შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს იოანე X.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ