ემს-მ მოუწოდა სინდისის ქეჯნის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლებას პატივი სცენ
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს აღმსასრულებელი კომიტეტი ითხოვს შეწყდეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და ოკუპაცია, აღდგეს მშვიდობა რეგიონში.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს აღმსასრულებელმა კომიტეტმა უკრაინის ექსკალაციის განხილვისას მიმართა მოწოდებით ომის დროს უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლება. ამაზე მოგვითხრობს ემს-ს საიტი.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ადამიანური მსხვერპლის შემზარავ რაოდენობაზე, დანგრეულ საცხოვრებელ სახლებზე, ეკოლოგიურ დანაკარგზე, რაც გამოწვეულია ამ ომის შედეგად.
„...მოგიწოდებთ დაიცვათ მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, შეწყვიტოთ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა და ოკუპაცია და აღადგინოთ მშვიდობა რეგიონში“,-ნათქვამია ტექსტში.
გარდა ამისა, ემს-ს აღმსასრულებელმა კომიტეტმა მიმართა რუსეთის ფედერაციის და უკრაინის ხელმძღვანელობას მოწოდებით:“პატივი სცენ ადამიანის ფუნდამენტურ და მორალურ უფლებას უარი თქვას სამხედრო სამსახურზე სინდისის ქეჯნის საფუძველზე, ომის დროსაც კი“.
ემს-ს აღმასრულებელი კომიტეტი შეხვედრა გაიმართა ბოგოტაში, კოლუმბია, 2024 წლის 6 დან 11 ივნისამდე.
როგორც მჟკ წერდა, ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ დაგმო განკარგულება „წმინდა ომის“ შესახებ, რომელიც მიიღო რუსეთის ფედერაციამ.