ფანარიონის მეთაური: ჩვენი პრივილეგიები მიღებულია მოციქულებისგან

17 June 2021 16:20
14
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: unn.com.ua კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: unn.com.ua

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა, რომ არ აპირებს არანაირ დათმობაზე წასვლას ფანარიონის „პრივილეგიებთან და ვალდებულებებთან“ დაკავშირებით.

2021 წლის 11 ივნისს ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოციქულებისგან მიიღო „პრივილეგიები და ვალდებულებები“, ეს არ არის დისკუსიის ან დიალოგის საგანი, გვატყობინებს გამოცემა „რომფეა“.

მისი სიტყვებით, „ჩვენ არ შევდივართ დიალოგში თავისთავად ნაგულისხმევზე და გადმოცემაში გადმოცემულზე. ჩვენ არ შევდივართ მოლაპარაკებებში ჩვენი ტახტის ვალდებულებებზე. ჩვენ არ ვამბობთ უარს მათზე. ჩვენ მათ არ ვღალატობთ“.

მან ასევე განაცხადა, რომ არ დაუშვებს „იმ სახით კურთხეული ეკლეზიოლოგიის გაუცხოებას, რომლითაც ის აღწერილია ჩვენი ისტორიის ტექსტებში“ და ასევე არ დაუშვებს „შემწყნარებლობას, იკომონიას, თავაზიანობას, გარკვეულ კეთილსასურველ დათმობას...“რომელთაც, სამწუხაროდ, მიმართავდა ჩემი ზოგიერთი წინამორბედი, ოცნებობდა რა ერთიანობაზე, მაგრამ ძალიან შორს იყო ჭეშმარიტი და ძველი ეკლეზიოლოგიისგან“.

ფანარიონის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ არ მისცემს საშუალებას „უარყოფილ იქნეს ის, რაც უფლისმიერმა განჭვრეტამ კონსტანტინოპოლის ტახტისთვის ააგო“.

„კონსტანტინოპოლის საპატრიარქო - ესაა  მსხვერპლი, პასუხისმგებლობა, ურყევი მსახურება, მაგრამ არა შემთხვევითი ინტერსებით თამაში და ოპორტუნისტული განწყობა ნებისმიერ ისტორიულ კონიუქტურაში. ჩვენ ეს ჩვენი მამებისგან მივიღეთ, ხოლო მათ, თავის მხრივ, თავიანთი მამებისგან, ხოლო მათ - მოციქულების ხელიდან“, -შეაჯამა ფანარიონის მეთაურმა.

ადრე, მჟკ წერდა პატრიარქ ბართოლომეს გაკვირვებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესია ეჭვს გამოთქვამდა ფანარიონის პრივილეგიებში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ