უმე-ის ჩერკასის ეპარქიაში ყველა მრევლი გათავისუფლდა ეპარქიის გადასახადებისგან
გამოყოფილი თანხები მოხმარდება დაზარალებულ სასულიერო პირებს და მათ ოჯახებს, ადაპტირებული შენობების მოწყობას და იურიდიულ დაცვას.
ჩერკასისა და კანივის მიტროპოლიტმა ფეოდოსიმ გასცა ბრძანება იმ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელშიც ახლა აღმოჩნდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია და ჩერკასის ეპარქია ეკლესია-მონასტრების უკანონო მიტაცების შედეგად, როგორც ჩერკასიის ეპარქიის ტელეგრამ-არხი იტყობინება, ამ ბრძანებით ყველა მრევლი "დროებითი არასტაბილურობის გამო" თავისუფლდება ეპარქიის გადასახადისგან.
ჩერკასის ეპარქიის ადმინისტრატორის განკარგულებით, ეპარქიის ყველა დეკანოზს ეძლევა კურთხევა „დაზოგილი თანხა მოახმაროს დაზარალებულ სასულიერო პირებსა და მათ ოჯახებს, ლიტურგიკული ცხოვრების ორგანიზებას ადაპტირებულ შენობებში, აგრეთვე იმ თემების რელიგიური უფლებების დაცვას, ვისი უფლებებიც დაირღვა “.
ჩერკასის ეპარქიის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ეპარქიის სასულიერო პირების სამართლებრივ მხარდაჭერასა და დაცვას, რომლებიც რწმენისა და სამოქალაქო პოზიციის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული. ეპარქია ასევე ფინანსურ დახმარებას გაუწევს სასულიერო პირთა ქვრივებს.
როგორც მჟკ წერდა, უმე-ის ჩერკასის ეპარქიის იერარქმა ვანდალების აქციის შემდეგ მხარი დაუჭირა კორსუნ-შევჩენკოვსკის საზოგადოებას.