მეუ-ს ხმელნიცკის ტაძარში მრევლზე მეტი სასულიერო პირია, – სოც.ქსელი
მეუ-ს,,ეპისკოპოსმა’’ამაღლების დღესასწაულის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მეუ-ს კუთვნილი ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში ,,მსახურების’’ამსახველი ფოტო
მეუ-ს ხმელნიცკის ტაძარში ,,წირვაზე’’ მრევლზე მეტი სასულიერო პირია. ამაზე მეტყველებს მეუ-ს ,,ეპისკოპოსის’’ პავლე იურისტის მიერ 9 ივნისს თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო.
ქრისტეს ამაღლების დღესასწაულის წინ მეუ-ს «ეპისკოპოსმა» აღავლინა წირვა და ლიტანიობა. ფოტოები მეტყველებს იმაზე, რომ წირვაზე დამსწრე მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობა თითქმის ტოლი იყო.
«რა ვუყოთ სოციალურ გამოკითხვებს? ეს ხომ, თითქოს და გავლენიანი რელიგიური კონფესიაა უკრაინაში», – აღნიშნა კიევის წმინდა სამების სახელობის იონას მონასტრის მთავარეპისკოპოსმა იონამ (ჩერეპანოვი).
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ მცირე მოსახლე სოფლის უმე-ს ტაძრებში უფრო მეტი მრევლია წირვაზე, ვიდრე მეუ-ს საკათედრო ტაძარში.
«პოზიტიური მხარე უნდა ვეძებოთ – სამაგიეროდ ბევრი სასულიერო პირია! და თავისუფალი სივრცე მეტია!», «უბრალოდ ისინი მანამდე იცავდნენ კარანტინის წესებს, სანამ კორონავირუსი გავრცელდებოდა» – ასეთი რეაქცია ჰქონდათ სოციალურ ქსელში იერარქის პოსტზე.
შეგახსენებთ, ადრე მეუ-ს «მთავარეპისკოპოსმა» ივანე (ევსტრატი) ზორიამ, რომელიც გამუდმებით აქვეყნებს ფოტოსურათებს თავისი მსახურებიდან სიციალურ ქსელში ჩერნიგოვის ეკატერინსკის საკათედრო ტაძრიდან, წირვაზე მრევლის სტაბილურად მცირე რაოდენობის მიზეზად კარანტინის აკრძალვები დაასახელა.
ასევე მჟკ წერდა, კიევის სასულიერო აკადემისს პროფესორმა სერგეი ბორტნიკმა ანალიზი გაუკეთა ,,კიევის ტრადიციებს’’ 01.01.2020 წლის მონაცემებით და აღნიშნა, რომ ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის მონაცემები ეწინააღმდეგება მოსაზრებას ,,მართმადიდებლური ეკლესია უკრაინაში’’-ს აღმავალ პოპულარობაზე».