უმაღლესმა სასამართლომ უარი უთხრა ფილარეტს უმე(კ)-ს რეგისტრაციის აღდგენაზე

11 June 2021 12:15
26
უკრაინის უმაღლესი სასამართლო. ფოტო: uzr.com.ua უკრაინის უმაღლესი სასამართლო. ფოტო: uzr.com.ua

"ეკლესიის მმართველობის უმაღლესი ორგანოები" მიეკუთვნება შიდასაეკლესიო დავებს, და  საეკლესიო საქმეებში ჩარევის უფლება სახელმწიფოს არა აქვს, განმარტეს უუს-ში.

უმაღლესმა სასამართლომ (უუს)  უმე(კ)-ს ლიკვიდაცია კანონიერად სცნო და დააკისრა ფილარეტს მეუ-ს სასარგებლოდ გადაიხადოს სასამართლო  მოსაკრებელი საკასაციო საჩივრისათვის 2102 გრივნის ოდენობით. 2021 წლის 19 მაისის საქმის  №761/25084/20 შესაბამისი გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან სახელმწიფო რეესტრში.

უუს-ში აღნიშნეს, რომ  უმე(კ)-ს მეუ-სთან  რელიგიური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტის პროცედურების დაწყების საფუძველი გახდა  უმე კს-ს 2018 წლის 15 დეკემბრის "ადგილობრივი კრების" გადაწყვეტილება, "ანუ უმე(კ) -ს  სარწმუნოების სწავლების სფეროს, საეკლესიო მმართველობის და საეკლესიო სასამართლოს (საკანონმდებლო, სააღმსრულებლო, სასამართლო),   ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილება. ყველა სხვა ამ საქმეში გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ისეთი, როგორიცაა უმე (მეუ) სინოდის გადაწყვეტილება, კიევისა და სრულიად უკრაინის მეუ-ს წინამძღვრის, მიტროპოლიტის განკარგულება, წარმოადგენს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღება ადგილობრივი საეკლესიო  კრების ჩასატარებლად".

გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია რელიგიური გაერთიანებების საწესდებო ორგანოების მხრიდან მათი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციის საშინაო საქმიანობას, და "რელიგიური ორგანიზაციის ან რელიგიური გაერთიანების კანონის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევა  დაუშვებელია", განმარტეს უმაღლეს სასამართლოში.

" შესაბამისად, სახელმწიფოს, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებას არა აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში, კერძოდ, გადახედოს (გადაამოწმოს, გააუქმოს) ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს  გადაწყვეტილება სარწმუნოების სწავლების დარგში, საეკლესიო მმართველობაში  და საეკლესიო სასამართლოში, ანუ უმე (მეუ,-რედ.) საკანონმდებლო, სააღმსრულებლო, სასამართლოში"-ნათქვამია უკრაინის უმაღლესი სასამართლო ორგანოს დასკვნებში.  

ამგვარად, ფილარეტის "ეკლესიის  უმაღლეს ორგანოში"-" უმე(კ)-ს ,  ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე,  მეუ-ს მეთაურის და სინოდის ყველა გასაჩივრებული გადაწყვეტილება  მიეკუთვნება შიდა საეკლესიო დავებს და უნდა გადაწყდეს საეკლესიო სასამართლოთი, ხოლო "ამ გადაწყვეტილებების სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რევიზია (შემოწმება) სასამართლოს სახით ადასტურებს უკანასკნელის ჩარევას ეკლესიის საქმიანობაში თავის თავზე საეკლესიო სასამართლოს ფუნქციის აღებით, რაც არღვევს უკრაინის კონსტიტუციას და უკრაინის კანონს".

უმე(კ)-ს საქმიანობის  სარეგისტრაციო მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნა "ამ საქმეში გამომდინარეობს მოთხოვნებიდან გაუქმებულად ცნონ საეკლესიო კრების, წმინდა სინოდის  გადაწყვეტილებები",ამიტომაც "ასეთი მოთხოვნები არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი განხილვის საგანი ნაციონალურ სასამართლოებში ".

"სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო ინსტანცია საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება",-წერია  უუს-ს  დადგენილებაში.

ადრე მჟკ წერდა, რომ უმე კს-ს ვიკარიატმა აშშ-ში და კანადაში მოსთხოვა ზელენსკის აღადგინოს ლიკვიდირებული კიევის საპატრიარქოს სახელმწიფო რეგისტრაცია და დაემუქრა  უკრაინაში რელიგიური დევნის გამო მიმართოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს .

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ