უმე-ში კომენტარი გააკეთეს შმიგალის შეხვედრაზე საქართველოს პატრიარქთან

08 June 2021 00:30
14
ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

უმე-ს იერარქი თვლის,რომ მეუ-ს ინტერესების ლობირების ნაცვლად, ჩინოვნიკები უკრაინაში დაკავებული უნდა იყვნენ  სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში საკითხების გადაწყვეტით.

2021 წლის 4 ივნისს ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა), კიევის მიტროპოლიის ვიკარმა და ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში უმე-ს წარმომადგენლობის მეთაურმა კომენტარი გაუკეთა უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკისა და კულტურის მინისტრის ალექსანდრ ტკაჩენკოს სიტყვებს დენის შმიგალის შეხვედრაზე სრულიად საქართველოს პატრიარქთან ილია II. 

უმე-ს იერარქის სიტყვებით, ტკაჩენკომ "გამჭვირვალედ მიანიშნა, რომ უკრაინის მთავრობის მაღალი წარმომადგენელი  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან საუბრისას ლობირებდა უკრაინაში ერთი კონფესიის- მეუ-ს ინტერესებს".

მეუფემ შეახსენა ჩინოვნიკებს, რომ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად - უკრაინაში ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან,  "და ეს ნიშნავს, რომ უკრაინული ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს საეკლესიო საქმეებში, როგორ მნიშვნელოვნადაც ის მას არ ეჩვენებოდეს". განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, "როდესაც არის საქმეები, რომელთა გადაწყვეტა სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან დაუყონებლივ არის საჭირო- ეკონომიკურ, სოციალურ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში",-აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ "უკრაინის პოლიტიკური წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა სიტყვები იმაზე, რომ არც ერთ კონფესიას ჩვენს ქვეყანაში არაქვს პროპრიტეტი სახელმწიფოს წინაშე, ყველა სარგებლობს თავისუფლებით და თანაბარი უფლებებით".

"თუმცა პრაქტიკაში ჩვენ ვხედავთ სრულიად სხვა სურათს-როდესაც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები შეწუხებული არიან ერთი კონფესიის ინტერესებით, ამავე დროს უგულვებელყოფილია ჩვენი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მილიონობით მორწმუნის  ინტერესები",-დაწერა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
მეუფე ასევე თვლის, რომ "როდესაც საჭიროა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო სტრუქტურების კანონიკურობის აღიარებისათვის სახელმწიფოს ხელშეწყობა, მაშინ ეს აშკარად მიუთითებს ამ სტრუქტურაში სერიოზული პრობლემების არსებობაზე, რომლებიც შეუძლებელს ხდიან მის აღიარებას სხვა ეკლესიების მხრიდან".

ადრე მჟკ წერდა, რომ, ალექსანდ ტკაჩენკოს სიტყვებით, შმიგალის შეხვედრა პატრიარქ ილიასთან მნიშვნელოვანის მეუ-ს აღიარებისათვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ