უმე-მ განცხადებით მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას (სრული ტექსტი)

04 June 2021 00:30
32
უმე-მ საერთაშორისო ორგანიზაციებს განცხადებით მიმართა. ფოტო. Фото: delo.ua უმე-მ საერთაშორისო ორგანიზაციებს განცხადებით მიმართა. ფოტო. Фото: delo.ua

უმე-ში რეაგირება მოახდინეს მორწმუნეთა უფლებების განგრძობად დარღვევებზე და განმარტეს ეკლესიის პოზიციები იმ პრობლემაზე,რომელიც განიხილება საერთაშორისო-სამართლებრივ დონეზე.

ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გააკეთა უმე-ს მდგომარეობასთან დაკავშირებით ეუთო-ს სტანდარტებისა და საერთაშორისო სამართლის კონტექსტში. განცხადების ტექსტი უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ გამოაქვეყნა ორშაბათს, 2021 წლის 31 მაისს.

განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს მორწმუნეთა დასტური და იურიდიული დოკუმენტები, უმე- წარმომადგენლობა  საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას მიაპყრობს უკრაინაში მიმდინარე მორწმუნეთა უფლებების დარღვევაზე და განმარტავს ეკლესიის ზოგიერთი პოზიციას პრობლემებზე, რომლებიც განიხილება საერთაშორისო - სამართლებრივ და ნაციონალურ დონეზე.

მჟკ-ს სრულად მოჰყავს განცხადების ტექსტი.

                                                                    განცხადება

უმე-ს წარმომადგენლობა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობის ზოგიერთ საკითხზე,

ეუთო-ს სტანდარტებისა და საერთაშორისო სამართლის კონტექსტში

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რეაგირებენ უკრაინაში მართლმადიდებელი ქრისტიანების უფლებების განგრძობად დარღვევებზე, კერძოდ: არ წყდება ტაძრების ძალისმიერი მიტაცება, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ( შემდეგში - უმე) მორწმუნეთა მიმართ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენა, უმე-ს რელიგიური ორგანიზაციების საკონსტიტუციო უფლებების შეზღუდვა და წესდების რეგისტრაციის ბლოკირება სახელის  იძულებითი გადარქმევის შესახებ კანონით, უმე-ს ერისკაცებისა და კლირიკოსების მიმართ სიძულვილის რიტორიკის გავრცელება მის-ში - იქცევს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას და აუცილებლად თვლის უმე-ს ზოგიერთი პოზიციის განმარტებას პრობლემებზე, რომლებიც განიხილება საერთაშორისო-სამართლებრივ და ნაციონალურ დონეზე:

1. უმე-ს წმინდა სინოდმა და უმე-ს ეპისკოპოსთა კრებამ არაერთხელ გამოხატა უმე-ს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის ფაქტებით და ასევე დისკრიმინაციული პოლიტიკით შეშფოთება, რომელიც ტარდება სახელმწიფო ორგანოების მიერ სხვადასხვა დონეზე. ამასთან, სხვადასხვა დონის სახელმწიფო სტრუქტურების რიგი წარმომადგენლის, რელიგიური ლიდერების მხრიდან და ასევე მის-ში გრძელდება თეზისის გავრცელებას იმის შესახებ, რომ უმე-ს თემები ნებაყოფლობით იცვლიან თავიანთ კანონიკურ იურისდიქციას. ამ ცრუ მტკიცებების შეფასებისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან მიტაცებულია ან უკანონოდ ხელახლა რეგისტირებულია ჩვენი კონფესიის დაახლოებით 500 ტაძარი. ამ მიტაცებიდან ბევრი, მაგალითად ზადუბროვკაში, კატერინოვკაში, პტიჩიეში, ამას თან ახლდა ისეთი მძიმე დანაშაულების ჩადენა, რომლისგანაც უმე-ს ბევრი მორწმუნე დაზარალდა. ამასთან, საჯარო მტკიცებების, მორწმუნეთა მიმართვების რაოდენობა ამ მოვლენების ფაქტებზე იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების მასიურობის ფაქტი, რომელიც თან ახლავს ჩვენი თემების რეიდერულ მიტაცებას, არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ კვლევას. რაც შეეხება კონკრეტული კონფლიქტის ამა თუ იმ მხარის სიმართლის განსაზღვრას, ამჟამად უკრაინაში უმე-ს ტაძრების რეიდერული მიტაცების სქემა რეალიზებულია, როგორც პირდაპირი მიტაცების გზით რაიმე დოკუმენტური დაფარვის გარეშე, ასევე უმე-ს თემების „მართლმადდიდბელი ეკლესია უკრაინაში“ (შემდეგ - მეუ) იურისდიქციაში უკანონო ხელახალი რეგისტრაციის გზით საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციების განკარგულებების საფუძველზე.  მეორე შემთხვევაში რეგისტრაციის მოქმედებები ხორციელდება იმ პირთა გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებიც არ შედიან ხელახლა რეგისტრირებული თემის მართვის ორგანოების შემადგენლობაში, არამედ წარმოადგენენ ან ტერიტორიული თემის მაცხოვრებლებს ან უცხო პირებს. ამ სქემის მიხედვით განხორციელებული დოკუმენტური სიყალბე ითვალისწინებს სახელმწიფო ორგანოში მრევლის კრების წევრების კრების ოქმის შეტანას თემის სხვა კონფესიაში გადასვლის თაობაზე, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომელთაც სინამდვილეში არ გააჩნიათ ხელმოწერის იურიდიული უფლება. სამწუხაროდ, ამ ყალბ ოქმს იღებს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაცია ობიექტური კვლევის შესასრულებლად (ხელახალი რეგისტრაცია) ობიექტური კვლევისა და უმე-ს რეალური თემის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინების გარეშე, რაც შემდგომში იწვევს ტაძრის ირგვლივ დაპირისპირებას. ამ სიტუაციაში უმე-ს მორწმუნეებმა, ფაქტიურად დაკარგეს კონტროლი იურიდიულ პირზე, იძულებული არიან სასამართლო წესით დაამტკიცონ თავიანთი კრების წევრების პერსონალური შემადგენლობა, გამოყონ ისინი ფეიკური, ყალბი შემადგენლობისგან. ამასთან, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ ამ სქემის საკონსულტაციო და ადმინისტრაციული წინსვლა ეფუძნება იმას, რომ ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებში ცამოყალიბებულია შეხედულება იმის თაობაზე, რომ სწორედ მათ და არა, უმე-ს კონკრეტული თემის წევრებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება ამა თუ იმ კონფესიისადმი კუთვნილების შესახებ. იდეა იმის შესახებ, რომ კონფესიის შეცვლის უფლება ეკუთვნის ტერიტორიული თემის მაცხოვრებლებს, წინ წასწიეს სახალხო დეპუტატებმა და თავად მაღალი სახელმწიფო დონის ჩინოვნიკებმა, აყალიბებენ რა საზოგადოებაში და ასევე ნაციონალისტურ ორგანიზაციებს შორის ნიადაგს უმე-ს ტაძრების რეიდერული მიტაცებებისთვის. ამის გათვალისწინებით, გავრცელებული თეზისი უმე-ს თემების სხვა კონფესიაში „ნებაყოფლობითი გადასვლების“ არსებობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს უმე-ს ტაძრებისა და თემების რეიდერული მიტაცების სტრატეგიის გაგრძელებას.

2. საერთაშორისო სამართალი განიხილავს შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციის, შუღლის გაღვივების გამოვლენის ნებისმიერ ფორმას იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც გაერთიანებულია რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. ამ ჯგუფის მიმართ სამართალდარღვევები მოიცავს გამონათქვამებს, რომლებიც ნეგატიურად ახასიათებენ ან ბრალს სდებენ მორწმუნეების მთელს ჯგუფს ან მთელს კონფესიას, კონრეტული ადამიანების მიუხედავად და ჯგუფი-მსხვერპლის წარმომადგენლების ქცევის არამართლზომიერების რაიმე იურიდიული მტკიცებულების გარეშე. უმე-ს პოლიტიკური ბრალდებები ანტიუკრაინულ საქმიანობაში, რომელიც შედის სახელმწიფო ჩინოვნიკების განცხადებებში, სხვადასხვა დონის დეპუტატების მიმართვებში, რაც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებით, წარმოადგენენ უმე-ს მთელი კონფესიის მიმართ სიძულვილის რიტორიკისა და შეუწყნარებლობის გაღვივების  მკაფიო მაგალითს სახელმწიფო დონეზე. ასე, მაგალითად, უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანო რელიგიის სფეროში ერთ-ერთ თავის განცხადებაში გამოვიდა უმე-ს იერარქიის, ცალკეული კლირიკოსებისა და მთელი კონფესიის მისამართით  სეპარატიზმისა და ანტიუკრაინული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებებით, მოითხოვა რა მრავალმილიონიანი კონფესიისგან საჯარო პოზიციების ჩამოყალიბება გეოპოლიტიკური კონფლიქტის, ყირიმის, დონბასის საკითხებზე, რომელთაც კავშირი არა აქვთ რელიგიის სფეროსთან, არ განეკუთვნებიან უმე-ს საქმიანობის საწესდებო ამოცანებს და დევს თითოეული, ცალკე აღებული ადამიანის ინდივიდუალური შეხედულებებისა და პოლიტიკის და არა მთლიანად კონფესიის სიბრტყეში. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებები, რომელიც შედის მაღალი დონის ჩინოვნიკების, დეპუტატების, სახელმწიფო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებში, განცხადებებსა და პუბლიკაციებში, რეალურად არანაირად არ იყო დადასტურებული სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებებით, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ დაუდასტურებელ ნააზრევს და მხოლოდ ცალკეული პირების შეფასებით მსჯელობას, რომელთაც ამის მიუხედავად გააჩნიათ სახელისუფლებო უფლებამოსილებები და ამის ძალით ნეგატიურად ახდენენ გავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე უმე-ს მრავალმილიონიანი სამწყსოს მიმართ. სწორედ ასეთ მრუდთარგებზე ხორციელდება ტერიტორიული თემების, რადიკალური ორგანიზაციების მაცხოვრებელთა აზრის მომზადება, რომლებიც სახელმწიფო მოსამსახურეების, დეპუტატებისა და მის-ების განცხადებებიდან იღებენ ცნობებს უმე-ს მორწმუნეების წინააღმდეგ სამართალდარღვევების ჩადენის შესაძლებლობისა და წახალისების თაობაზეც კი. ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინაში ჩამოყალიბდა უმე-ს, როგორც თითქოსდა გარკვეული გეოპოლიტიკური პოზიციის, „რუსული მშვიდობის“ იდეოლოგიის მიმდევრებისა და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის მომხრეთა სახით თარგეთირებისა და მარკირების მტკიცე ტენდენცია. ასეთი ტენდენცია არა მხოლოდ არ შეესაბამება  სინამდვილეს, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც საერთაშორისო სამართალს, რომელიც პირდაპირ კრძალავს ასეთ პოლიტიკას, რომელიც ასაზრდოებს შუღლს და წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშს, რამდენადაც არარელიგიური იდეოლოგია განეკუთვნება კონკრეტული ადამიანის პირადი შეხედულებების სფეროს და მას კავშირი არა აქვს რელიგიურ პრაქტიკასთან, ხოლო უმე წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საკუთარი სამწყსოს სულიერ საზრდოობას ყველა მორწმუნეს უფალ იესო ქრისტესთან ზიარებისა და სულის ცხონების მიზნით.

ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არა მხოლოდ გმობს რელიგიური შუღლის გაღვივებას, არამედ სახელმწიფო ჩინოვნიკების ნებისმიერ გამონათქვამს, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ რელიგიური კონფესიის საქმიანობის ნეგატიურ შეფასებაზე. მიიჩნევა, რომ ასეთი გამონათქვამები შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული პირების მიმართ, მათ მიერ სამართალდარღვევების ჩადენის მტკიცებულებების არსებობისას ან იმ შემთხვევაში, თუ რელიგიური კონფესია საკუთარი პროგრამული გადაწყვეტილებებისა და დოკუმენტების დონეზე ახორციელებს უკანონო საქმიანობას. თუმცა, ასეთი ფაქტები უმე-ს მიმართ არ არსებობს. ამის გათვალისწინებით, კვლავ შეგახსენებთ უკრაინის სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საკუთარ ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს სახელმწიფო სუვერენიტეტის აუცილებელ პირობას. კერძოდ, რელიგიისა და მრწამსის თავისუფლების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის მოხსენების თანახმად, „პოლიტიკური და რელიგიური ლიდერებისთვის დაჟინებით არის რეკომენდირებული დაგმონ შეუწყანრებლობა, დისკრიმინაციული სტერეოტიპები და სიძულვილის შემცველი გამონათქვამები. მათ ასევე უნდა შეიკავონ თავი შეუწყნარებლობის შემცველი იდეების გამოყენებისგან ან გამოთქმებისგან, რომელთაც შეუძლიათ გააღვივონ რელიგიური ძალადობა და გამოიწვიონ კოლექტიური რელიგიური სიძულვილის გამოვლინებები (რელიგიისა და მრწამსის თავისუფლების თაობაზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მოხსენება, პ. 62,  A/HRC/25/58).  გაეროს აუს-ს ზოგადი წესის შენიშვნების მე-2 პუნქტის თანახმად (გაეროს აუს-ის 37-ე სესია, 1989) „მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაეროს წევრი-სახელმწიფოები ვალდებულნი არიან საკანონმდებლო წესით აკრძალონ ნებისმიერი გამოსვლა ნაციონალური, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის სასარგებლოდ, რომელიც წარმოადგენს დისკრიმინაციის წაქეზებას“.  ამის გათვალისწინებით, უმე უკრაინის სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისგან ელოდება ამ პრინციპების შესრულებას, რომელიც არაერთხელ დადასტურდა უკრაინელი დიპლომატების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე.

3. როგორც ზემოთ აღინიშნა, უმე-მ ჩამოაყალიბა თავისი დამოკიდებულება კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართოლომეოსის მოქმედებების მიმართ კანონიკური სამართლის თვალსაზრისით. ამასთან, უკრაინაში რელიგიური გაერთიანების „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში“ შექმნის მოქმედებები ტომოსის საფუძველზე, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერაა გადაცემული, ცხადია მოიცავს დისკრიმინაციისა და ზეწოლის გაძლიერებას უმე-ზე ხელისუფლების მხრიდან ამ კონფესიისთვის ქვეყანაში პრივილეგიების მინიჭებისა და უმე-ს მისამართით სიძულვილის პროპაგანდის მაღალი დონის მიზეზით. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლება უზრუნველყოფდა კონფესიური კუთვნილების ცვლილების ნებაყოფლობითობას, და მეუ-ს არ შესთავაზებდა პრეფენციას - ახალი რელიგიური სტრუქტურის შექმნა არ გამოიწვევდა ტრაგიკულ დაპირისპირებებს უმე-ს თემების ირგვლივ, რომელთაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და რადიკალური ორგანიზაციები აიძულებენ შეცვლალონ საკუთარი კუთვნილება. ცხადია, რომ უკრაინაში არ სრულდება გაეროს რეკომენდაციები პრივილეგირებული ეკლესიების შექმნის დაუშვებლობის შესახებ: „სახელმწიფოებმა უნდა... აღმოფხვრან ექსკლუზიურობის ნებისმიერი მოდელი, უარი თქვან მოდელზე, რომლის დროსაც სახელმწიფო ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას რომელიმე კონკრეტულ რელიგიასთან ან რაიმე კონკრეტულ მრწამსთან სხვა მრწამსის მომხრეებთან თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის საზიანოდ“ (გაეროს მოხსენების პ.37)“. ასე, მაგალითად, ახალშექმნილ „მეუ“-ს სტრუქტურას პრეფერენციული წესით გადაეცა კიევის სოფიას ტაძრის კომპლექსი, ამასთან, უმე-ს არაერთი მცდელობა მიეღო ანალოგიური უფლება, იგნორირებულ იქნა. უფლებების მსგავს შეზღუდვებს უჩივიან უმე-ს სტრუქტურები უკრაინის სხვა რეგიონებშიც, კერძოდ, უმე-ს თემებისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა ტაძრების მშენებლობისთვის, ასევ სხვა კანონიერი უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს დაბლოკილია პოლიტიკური მოსაზრებებით ან საკმაოდ გართულებულია. უნდა აღინიშნოს, რომ უმე-ს თემების „მეუ“-ში  ე.წ. „გადასვლების“ პროცესისთვის ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების დონეზე ხდება არსებითი ადმინისტრაციული მხარდაჭერა, ხოლო თავად მაღალი დონის სახელმწიფო სტრუქტურები ღიად დემონსტრირებენ „მეუ“-ს პრივილეგირებულ მდგომარეობას. ასე, მაგალითად, სტრატეგიული კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის პუბლიკაციებსა და კვლევებში, რომელიც შეიქმნა უკრიანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და რომელიც პასუხისმგებელია უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის სამეცნიერო თანხლებაზე, „მეუ“-ს ეწოდება „უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობის სიმბოლო“, ხოლო უმე-ს „კრემლის პროპაგანდის მატარებელი და უკრაინის ნაციონალური ერთიანობის დექტრუქციის მექანიზმი“.

4.ზემოთ აღნიშნულ პრობლემებში არსებით საკითხს წარმოადგენს უმე-ს მორწმუნეთა დამოკიდებულება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებების მიმართ ახალშექმნილი რელიგიური გაერთიანებისთვის - „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში“- ტომოსის მინიჭების თაობაზე, რაც ფასდება, როგორც კანონიკური და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. უმე -მ ეპისკოპოსთა კრების დადგენილებით გამოხატა თავისი დამოკიდებულება ამ მოქმედებების მიმართ და განსაზღვრა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსწმინდა სინოდის 11.10. 2018 წლის გადაწყვეტილება წარმოადგენს ბათილს და არ გააჩნია კანონიკური ძალა. უმე-ს მორწმუნეთა მიმართ მასობრივი სამართალდარღვევების განხორციელება და ასევე დისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკა საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებებით არსებითი პირობების შესაქმნელად უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევების გასაძლიერებლად, რელიგიური ურთიერთობების სფეროში.

5. ზემოთ გადმოცემულის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა მიექცეს ზოგიერთ იურიდიულ ფაქტს და  ტომოსის მინიჭების შესახებ და კანონიკურ სტატუსში „უმე (კ)“-სა და „უამე“-ს იერარქებისა და კლირიკოსების აღდგენის გადაწყვეტილებების მიღების პროცედურას, რომელთაც ადრე ჩამოერთვათ ხარისხი ეკლესიის კანონიკური აქტების საფუძველზე ან რომლებიც არასდროს არ იყვნენ ცნობილნი კანონიკური მართლმადიდებელი მღვდელმსახურების სახით. კერძოდ, ამ დრომდე არსად არაა გამოქვეყნებული კონსტრანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის „უკრაინის საკითხზე“ გადაწყვეტილების ტექსტი, ასევე არაა გამოქვეყნებული სასამართლო აქტები ხარისხში „უმე (კ)“-სა და „უამე“-ს იერარქების აღდგენის თაობაზე, რაც იძლევა საფუძველს ყველა ეს გადაწყვეტილება ჩაითვალოს სადავოდ, არარსებულად ან ისეთი იურიდიული დეფექტის მქონედ, რომელიც არ იძლევა მათი საჯაროდ წარმოდგენის საშუალებას შეფასებისა და შესწავლის მიზნით. ფაქტიურად,  კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებების „უკრაინის საკითხზე“ საერთაშორისო და ნაციონალური თანამეგობრობის მიერ აღქმულია მხოლოდ  მის-ის პუბლიკაციის, ზოგიერთი პოლიტიკოსების განცხადებებისა და ტომოსის ტექსტის საფუძველზე, რომელიც არ წარმოადგენს საწყის აქტს ავტოკეფალიის მინიჭებისა და „უმე (კ)“ და „უამე“-ს დასის კანონიკურ ხარისხში აღდგენის თაობაზე. კომუნიკეს პუბლიკაცია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საიტზე, როგორც „უკრაინის საკითხზე“ გადაწყვეტილებების მიღების ფაქტის მედიური წყარო, არ იძლევა საშუალებას შეფასდეს ამ გადაწყვეტილებების შესაბამისობა იურიდიულ და კანონიკურ პროცედურებთან, რომლებიც უნდა შესრულდეს მსგავსი დოკუმენტების მომზადების დროს. ასევე იწვევს ეჭვს და გაკვირვებას კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართოლომეოსის მოქმედებები უკვე ხელმოწერილი და საზეიმოდ გადაცემული ტომოსის დაბრუნების თაობაზე, თითქოსდა, მის შესავსებად წმინდა სინოდის წევრების ხელმოწერებით. ყველა ეს ფაქტი ადასტურებს შესაძლო სერიოზულ იურიდიულ დარღვევებს „უკრაინის საკითხზე“ გადაწყვეტილებების მომზადებასა და მიღებაში, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ ლეგიტიმურობას.

6. ამ განცხადების მე-4 და მე-5 პუნქტებში გადმოცემული ფაქტების გათვალისწინებისას, უკრაინის მართლმადიდებელი მორწმუნეები არ შეიძლება დევნილ და ბრალდებულ იქნეს რელიგიური შუღლის გაჩაღებაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოქმედებების მიმართ და ასევე „უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის“ „იერარქების“ მიმართ, ეჭვს გამოხატავს რა მათ კანონიერებაში, მადლმოსილებაში და ასევე თვლის კონსტანტინიპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის მოქმედებებს „უკრაინის საკითხზე“ დესტრუქციულად, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობის განხეთქილებითაა გამსჭვალული.

უკრაინაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის მთელი უმე-ს პოზიცია. ამ პოზიციის გამოხატვის აკრძალვა მილიონობით მორწმუნესთვის არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და ფუძემდებლური თავისუფლებების დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის, სამოქალაქო და პოლკიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის. ამის გათვალისწინებით, მორწმუნეების მისამართით საკუთარი აზრის გამოხატვის შეწყვეტის მოთხოვნები წარმოადგენს სიტყვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას და შესაბამისად- სამართალდარღვევას.

7. უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. „კანონი სახელის გადარქმევის შესახებ“ (20.12.2018 წ. №2662 –VIII), რომელმაც დადგინა უმე-ს ყველა რელიგიური ორგანიზაციის მიერ თავისი ისტორიული სახელწოდების შეცვლის ვალდებულება, ჩართო რა მასში ცნობები სახელმწიფოსადმი კუთვნილების შესახებ, რომელიც უკრაინაში აღიარებულია ქვეყანა-აგრესორად, წარმოადგენს დისკრიმინაციის, აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის მკაფიო მაგალითს და ასევე უმე-ს მორწმუნეების იძულების ხერხს, უარი თქვან თავიანთ კანონიკურ და ისტორიულ იდენტურობაზე. გარდა ამისა, მოცემული კანონი ფაქტიურად ადგენს ახალ ვალდებულებას მორწმუნეთა თემებისთვის, რომლებმაც უკვე მოახდინეს თავიანთი რელიგიური სტრუქტურის სახელწოდების თავისუფალი არჩევის უფლების რეალიზება. სახელის არჩევის უფლება უშუალოდ წარმოადგენს რელიგიური თავისუფლების ნაწილს და მისი შევიწროება, დამატებითი ვალდებულებებისა და შეზღუდვების დადგენა, ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციის 22-ე მუხლს, რომელიც პირდაპირ კრძალავს უკვე არსებული უფლებების მოცულობის ახალი კანონებით შემცირებას. ამ კონტექსტში მოქმედებს ასევე პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის დებულებები, რომლებიც ახდენენ საკუთარუ რწმენის აღმსარებლობისა და რელიგიური წესების თავისუფლად აღსრულების უფლების გარანტიას, მათ შორის, თავისი უნიკალური ისტორიული დასახელებით, რომელიც არჩეულია ყოველგვარი იძულების გარეშე. ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე მეთოდიკის დებულებებს, რომელიც შემუშავებულია გაეროს გენერალური მდივნის კანცელარიის მიერ გენოციდის პროფილაქტიკის მხრივ, რომლის თანახმადაც პირების ჯგუფების მარკირება რელიგიური ან სხვა ნიშნით, რომელსაც უკავშირდება ამ ჯგუფის დისკრიმინაცია, წარმოადგენს ქვეყანაში მასობრივი დანაშაულების მომზადების ან განხორციელების და რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის გაუარესების ნიშანს. ამასთან დაკავშირებით გაანალიზებული უმე-ს „სახელის გადარქმევის კანონი“ წარმოადგენს მცდელობას უკრაინის უდიდესი კონფესიის მორწმუნეებისგან შეიქმნას სახელმწიფო-აგრესორის მომხრეების ხატი, უმე-ს მიმართ ერთგულების გამომხატველთა, როგორც უკრაინის მტრების იდენტიფიცირების მიზნით. ასეთი თარგეთირება, უდაოა, წარმოადგენს არა მხოლოდ დისკრიმინაციის აქტს, არამედ ახალი სამართალდარღვევების მომზადების ინსტრუმენტს ადამიანების მიმართ, რომლებიც გაერთიანებული არიან უმე-სადმი კუთვნილების ნიშნით.

8. უმე მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, კანონიკურ და სულიერ კავშირშია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ( შემდეგ - რმე). უმე არ ექვემდებარება რმე-ს ადმინისტრაციულად, ის წარმოადგენს თვითმართვად ეკლესიას მართვის ცენტრით უკრაინის დედაქალაქში - კიევში. უმე-თვის მართვაში დამოუკიდებლობის მიცემა განხორციელდა რმე-ს ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით 25-27.10.1990 წელს. უმე-ს გააჩნია თავისი წინამძღოლი, რომელიც აირჩევა უკრაინის საეპისკოპოსოს თავისუფალი ნებით; წმინდა სინოდი, რომელიც დამოუკიდებლად ირჩევს ეპისკოპოსებს, ხსნის ახალ ეპარქიებსა და მონასტრებს. უმე დამოუკიდებლად აწარმოებს ადმინისტრაციულ და ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობას.

უმე არაერთხელ აცხადებდა არსებული სტატუსის საკმარისკობის შესახებ უკრაინაში რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად, რაც შეესაბამება მორწმუნეების უფლებას თავისუფლად აირჩიონ კონფესია, რომლის ჩარჩოებშიც მათ სურთ საკუთარი რელიგიური მრწამსის აღიარება. ამის გათვალისწინებით, უმე-ს მორწმუნეებისთვის გარეშე პირებისგან, მათ შორის, სახელმწიფო ორგანოებისა და პოლიტიკოსების მიერ, იდეები სტატუსის ცვლილების აუცილებლობის თაობაზე შეიძლება ატარებდეს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და არ შეიძლება თან ახლდეს იძულების გარკვეული ფორმები. უკრაინაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს რელიგიური ორგანიზაციების უკვე არსებული სტატუსისა და სახელწოდების შენარჩუნების შესაძლებლობა.

9. ამ განცხადებით უმე-ს წარმომადგენლობა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამოხატავს საერთაშორისო სტრუქტურებისადმი მადლოერებას, რომლებმაც ყურადღება დაუთემს უმე-ს პრობლემებს, კერძოდ, - გაეროს რელიგიისა და მრწამსის თავისუფლების თაობაზე სპეციალურ მომხსენებელს, ბ-ნ ა. შაჰიდს, ეუთო-სა და სამართალდამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ასახავენ მორწმუნეების უფლებების დარღვევის ფაქტებს თავიანთ ანგარიშებში, გამოსვლებსა და კომენტარებში. უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს 4 სპეციალური მომხსენებლის კომუნიკაცია უკრაინის მთავრობასთან 30.10.2018 წლიდან მორწმუნეთა უფლებების დარღვევების შესახებ, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ამ თემის მიმართ საერთაშორისო ყურადღების მიპყრობის მიმართულებით. გამოვხატავთ იმედს, რომ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო გააგრძელებს უმე-ს მორწმუნეების ინდივიდუალური საჩივრების განხილვას ტაძრების მიტაცებისა და უფლებების სხვა დარღვევების შესახებ, ასევე განიხილავს იურიდიულ დასკვნებს, რომელიც ეხება „კანონს სახელის გადარქმევის შესახებ“. უმე-ს წარმომადგენლობა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამოხატავს მადლიერებას გაეროს აუკ-ს მიმართ მისი დროული გადაწყვეტილებისთვის intrerim meusures  რეჟიმში  ივანოვო-ფრანკოვოში სახელმწიფო ორგანოების მიერ უმე-ს რელიგიური თემის იძულებითი გამოსახლების დაუშვებლობის შესახებ და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება შემდგომშიც. საერთაშორისო სტრუქტურების რეაქცია, განსაკუთრებით მათი, რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისო სამართლებრივი მანდატები, მიმართულია მორწმუნეთა უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციული გამოვლინებების შეკავებაზე, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რამაც უნდა იქონიოს გავლენა ქვეყანაში რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში გაატრებული პოლიტიკის გაუმჯობესებაზე.

ზემოთ გადმოცემულ პოზიციებს უმე-ს მდგოამრეობის ძირითად პრობლემებზე ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული უმე-ს წარმომადგენლობა ატყობინებს გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს, გაეროს ადამიანის  უფლებების საბჭოს, ეუთოს, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს, ეუთოს რეგიონში მედიის თავისუფლების საკითხების წარმომადგენელს, გაეროს რელიგიისა და მრწამსის თავისუფლების სპეციალური მომხსენებელს, ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეას, ეკ პარლამენტარებს, ეკ დისკრიმინაციისადმი წინააღმდეგობის გაწევის კომიტეტს, ეკ სპეციალურ ელჩს ეკ ფარგლებს გარეთ რელიგიის თავისუფლების წინსვლის თაობაზე, საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებს, ჟურნალისტების თანამეგობრობის წარმომადგენლებს.

როგორც ადრე მჟკ წერდა, 2021 წლის 18-19 მაისს უმე-ს წარმომადგენლობის მეთაურმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) ეუთო-ს სხდომაზე განაცხადა უკრაინაში რელიგიურ ნიადაგზე დანაშაულების მიმართ ტენდენციის ჩამოყალიბებაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ