კიევში „ხალხთა მეგობრობის“ თაღი შესაძლოა ლგბტ-ს სიმბოლოდ გადააქციონ
უკრაინის ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის ხელმძღვანელის აზრით, ვინაიდან თაღის ლგბტ-ს სიმბოლოდ გადაქცევის საკითხთან დაკავშირებით „მარჯვენა სექტორი“ გამოვიდა, „ის უკვე აღარ ითვლება საბჭოთა სიმბოლოდ“.
უკრაინის ნაციონალური ხსოვნის ხელმძღვანელმა ანტონ დრობოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი (ადრე - „ხალხთა მეგობრობის თაღი“) შესაძლებელია ლგბტ-ს სიმბოლოდ გადაიქცეს.
დრობოვიჩი ამ ობიექტის გარშემო მოვლენათა განვითარების სამ სცენარს ხედავს. მისი სიტყვებით, პირველი სცენარი - სრული დემონტაჟია. მეორე ვარიანტი - დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის და მაშინ დემონტაჟი იძულებითი იქნება, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ამას თავად მოქალაქეები განახორციელებენ, როგორც ეს ლენინის შემთხვევაში იყო.
„მესამე ვარიანტი - დარჩეს თაღი და გაკეთდეს, როგორც 2017 წელს, ცისარტყელა - ლგბტ-ს სიმბოლო ან უბრალოდ ცისარტყელას სიმბოლო წყალზე“, - თქვა დრობოვიჩმა.
მან აღნიშნა, რომ ცისარტყელას ვარიანტი ერთადერთია, რომელიც ნამდვილად ამ ობიექტის შინაარსს შეცვლის და ამ შემთხვევაში აგრეთვე ახალი კონტექსტი და ახალი დისკუსია გაჩნდება“.
მან ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ კუზნეცოვის მიერ გაკეთებული ბზარი თაღზე „კარგი და ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ის არ გახდა ვირუსული და მან არ შეცვალა საჯარო სივრცე ისე, რომ ეს ნიშანდობლივი ყოფილიყო: რადგან პირად საუბრებში არავინ არ უწოდებს მას „ხალხთა შორის ბზარის“ თაღს.
„ცისარტყელა კი მუშაობს! ეს გაირკვა მაშინვე, როგორც კი გამოვიდა „მარჯვენა სექტორი“, ეს კი ნიშნავს, რომ ის უკვე აღარ ითვლება საბჭოთა სიმბოლოდ“, - დაამატა ნაციონალური ხსოვნის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ Netflix აჩვენებს უკრაინულ სერიალს ლგბტ-ს შესახებ, რომლის სპონსორია Госкино.