დეკანოზმა ალექსანდრემ შეაფასა მეუ-ს განცხადებები ტაძრების ,,მიტაცებაზე’’

28 May 2021 20:10
14
დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua

მეუ-ს სინოდი უმე-ს ტაძრების მიტაცებას თემის ,,გადმოსვლას’’ უწოდებს, ხოლო დაზარალებულების დაცვას - ,,მიტაცებას’’, განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა.

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის იურიდიული განყოფილების უფროსმა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა მჟკ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მეუ-ს სინოდის განცხადებები, თითქოს და უმე-ს მრევლის მხრიდან მათი ტაძრების რეგულარული მიტაცება არის მორიგირი მანიპულაცია, სადაც ,,შავს თეთრი უწოდეს და პირიქით’’.

მამა ალექსანდრემ აღნიშნა, რომ მეუ-ს სინოდს არ მოუყვანია არც ერთი მაგალითი უმე-ს მხრიდან მათი ტაძრის წართმევისა, იმდენად, რამდენადაც ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ხოლო ის, რის წარმოჩენასაც ცდილობენ ,,თემის გადასვლად მეუ-ში’’, იურიდიულად და ფაქტიურად ეწოდება ტაძრის წართმევა. იურიდიული განყოფილების უფროსმა განმარტა, რომ ეგრეთწოდებული ,,გადასვლების’’ მომხრეებს წარმოადგენენ იმ დასახლებული პუნქტში მცხოვრები პირები, რომლებიც არ წარმოადგენენ უმე-ს მრევლს. «დღეს გადაწყვეტილების (გადასვლაზე, – რედ. შენ.) მიღება ხდება იმ ხალხის კრებებზე, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ უმე-ს რელიგიურ საზოგადოებასთან, – თქვა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა. – ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადგილი არ ჰქონია არავითან გადასვლას, რამდენადაც ხმა მისცეს არა უმე-ს მორწმუნეებმა, არამედ მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც უბრალოდ ცხოვრობს ამ დასახლებულ პუნქტში».

იმის დასამტკიცებლად, რომ გადასვლას ადგილი არ ჰქონია უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსი მიუთითებს იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სოფელში გამოჩნდა სრულიად ახალი რელიგიური დაჯგუფება, სხვა წევრებით, მაშინ როდესაც ტაძრის გარეშე დარჩენილები აგრძელებენ მსახურებას, აშენებენ ახალ ტაძარს და ა.შ. «და უმე-ს წევრები, რომლებიც მეუ-ს თქმით სადღაც გადავიდნენ, აგრძელებენ მსახურებას, აშენებენ ახალ ტაძრებს, და იქ ლოცულობენ. თუ მრევლი მეუ-ში გადავიდა, ვინ გახდა იძულებული სალოცავად აეშენებინა ახალი ტაძარი?», – აღნიშნა მამა ალექსანდრემ.

უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსმა თქვა, რომ მეუ-ს სინოდის განცხადებით საკუთარი ინტერესების დაცვის მცდელობას უმე-ს მხრიდან ეწოდება ,,მეუ-ს მრევლზე სისტემატური ზეწოლა’’. «გამოდის, რომ როდესაც ჩვენ გვართმევენ ტაძარს და ვცდილობთ მის დაცვას, რეიდერებად გვრაცხავენ? მეუ-ს ეს ქმედებები ძალიან ჰგავს ,,შავი ნოტარიუსების’’ საქციელს, როდესაც ისინი თაღლითური გზით ართმევენ ხალხს ბინებს, ხოლო ნამდვილი მეპატრონეების მცდელობას დაიცვან თავიანთი ქონება - რეიდერობას უწოდებენ. ყველაფერი თავდაყირა დააყენეს, შექმნეს ახალი მანიპულაციები ინფორმაციულ სფეროში», – შეაჯამა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მეუ-ს სინოდმა განაცხადა უმე-ს მხრიდან მათი ტაძრების რეგულარულ მიტაცებაზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ