განხეთქილებაში გადასულ მღვდელს ფარბოვანში მსახურება შეუჩერეს
კიევის მხარის სოფელ ბოგდანოვკისა და ფარბოვანის უმე-ს ტაძრის მღვდელს ევგენი ზოტოვს მრევლში განხეთქილების შეტანის გამო შეუჩერეს მსახურება.
მღვდელ ევგენი ზოტოვს მეუ-ში გადასვლისა და კიევის მხარის იაგოტინის რაიონის სოფელ ფარბოვანში არსებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მრევლში განხეთქილების შეტანისათვის შეუჩერეს მსახურება და ზიარების მიღება აეკრძალა. იუწყება თავის ოფიციალურ საიტზე ბორისპოლის ეპარქია.
ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტის ანტონის (პაკანიჩი) ხელმოწერილ განკარგულებაში წერია, რომ ზოტოვს მღვდელმსახურება შეუჩერდა ,,წმინდა მოციქულთა 10, 11 და 39 კანონის დარღვევის გამო, ანტიოქიის მონასტრის 2- კანონის დარღვევის გამო, რაც ითვალისწინებს განხეთქილებაში გადასვლასა და სასულიერო პირის ფიცის უხეშ დარღვევას’’. მღვდელმსახურება შეჩერებული მღვდელი ასევე განთავისუფლებულ იქნა პარარელულად დაკავებული თანამდებობიდან, კიევის მხარის იაგოტინსკის რაიონის სოფელ ბოგდანოვკაში არსებული მოციქუების პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან.
შეგახსენებთ, რომ მღვდელმა ევგენი ზოტოვმა თავის 10 მომხრესთან ერთად შექმნა დაჯგუფება, რომელსაც უწოდა ,, ათეული’’ და მეუ-ში დარეგისტრირდა. უმე-ს თემმა ფარბოვანში გადაწყვიტა პატრიარქ ონუფრეს ანაფორის ქვეშ დარჩენილიყო. მორწმუნეებმა მმართველ ეპისკოპოსს სთხოვეს დანიშნოს ახალი მღვდელი.
როგორც მჟკ იუწყებოდა, მეუ-ს შემადგენლობაში გადასულმა მღვდელმა განმარტა, რატომ აღარ დადიან მისი მომხრეები ტაძარში.