ეპისკოპოსი ვიქტორი ეუთო-ს სხდომაზე ყვებოდა მასმედიაში უმე-სადმი ზიზღზე
საერთაშორისო ორგანიზაციებში უმე-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეუთო-ს სხდომაზე ყვებოდა უკრაინაში რელიგიურ ნიადაგზე დანაშაულებებისადმი ტენდენციის ფორმირების შესახებ.
2021 წლის 18-19 მაისს საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს სხდომაში მასმედიის თავისუფლების თემაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე, ეუთოს წარმომადგენელი მედია თავისუფლების საკითხებში ტერეზა რიბეირო, ეუთო-ს წევრ-სახელმწოფოების დიპლომატები, სამართალდამცავები და ჟურნალისტები, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი.
თავის გამოსვლაში ეპისკოპოსმა ვიქტორმა გააშუქა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობის ძირითადი პრობლემები და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მედიის როლს, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის გაშუქებაში, აგრეთვე ზიზღის პროპაგანდაში, რომელიც ხშირად ვრცელდება უკრაინის მასმედიაში.
მეუფე ვიქტორმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევისთვის დაუსჯელობა და მასმედიაში ნეგატიური პროპაგანდა ხელს უწყობენ რელიგიურ ნიადაგზე დანაშაულების ფორმირების ტენდენციას.
მასმედიის პროპაგანდისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ზიზღის რიტორიკის მაგალითად იერარქმა მოიყვანა შემდეგი ფრაგმენტები სტატიებიდან: „უკრაინაში მრავალათასიანი კრემლის აგენტურა ანაფორებში ყოველდღიური ინსინუაციებით აბოლებს მორწმუნეთა ტვინებს, კიევო-პეჩერისა და პოჩაევოს ლავრებში ყიდიან ანტიუკრაინულ ლიტერატურას, მოსკოველი ხუცესები უარს ამბობენ ჯარისკაცებისთვის წესის აგებაზე“. ეპისკოპოსმა ვიქტორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს არ აქვთ საშუალება უარყონ დაუდასტურებელი ფაქტები ან წარმოადგინონ ალტერნატიული თვალსაზრისი.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეუთო-ს და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას უკრაინის მედია სფეროში.
მანამდე ეპისკოპოსმა ვიქტორმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სიტყვებმა, რომელიც მან კიევში ვიზიტის დროს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ეპიფანე დუმენკოს უთხრა, გამოიწვიეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მიტაცება ზაბოლოტიეში.