რმე-ში თქვეს, რომ არ აქვთ პრეტენზია მსოფლიო მართლმადიდებლობაში ლიდერობაზე
მიტროპოლიტმა ილარიონმა უარყო კონსტანტინოპოლის წინამძღვრის ბრალდება იმაზე, რომ რუსული ეკლესია მიისწრაფვის პირველობისკენ მართლმადიდებლურ სამყაროში.
პატრიარქ ბართლომეს გამონათქვამი ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე იმის შესახებ, რომ "მესამე რომის" იდეოლოგიასთან შესაბამისად რმე-ს სწყურია ლიდერობა მართლმადიდებლობაში, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) უწოდა "სუფთა მითოლოგია".
"ჩვენ სრულიად გვაკმაყოფილებს ჩვენი ადგილი დიპტიხში",- განუცხადა მეუფემ ინტერვიუში РИА «Новости"-ს.
მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ პატრიარქი კირილი ოფიციალურ გამოსვლებში და განცხადებებში არასდროს არ უწოდებდა მოსკოვს მესამე რომს.
იმის განცხადება, თითქოს რუსული ეკლესია თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს "მესამე რომის" იდეოლოგიით- ეს იგივეა თქვა, თითქოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იბრძვის ეგრეთწოდებული "დიდი იდეის" რეალიზებისათვის, სადაც საუბარია საბერძნეთის სახელმწიფოს აღდგენა ბიზანტიის იმპერიის ყოფილ საზღვრებში, ამბობს რმე-ს იერარქი.
"მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ XX საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიაქებს შორის ნამდვილად იყვნენ "დიდი იდეის" მიმდევრები- უპირველესად, პატრიარქი მელეთი(მეტაკსაკისი). მაგრამ მოსკოვის პატრიარქებს შორის არ ყოფილა ერცერთი, ვინც გამოხატავდა "მესამე რომის" იდეის მხარდაჭერას",-დაამატა მან.
"მესამე რომი"-ეს რელიგიურ-პოლიტიკური იდეაა, რომელიც შემოვიდა რუსეთში ბიზანტიიდან XVI საუკუნეში. 1589 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემია II-მ რუსეთის საპატრიარქოს დაარსების სიგელში რუსეთის სამეფოს უწოდა "მესამე რომი, ღვთისმოსაობით ყველაზე აღმატებული". მაგრამ რუსული ეკლესია არადროს არ ღებულობდა ამ კონცეპციას როგორც ოფიციალურს.
ადრე, როგორც მჟკ იუწყებოდა, ვოლოკამის მიტროპოლიტმა ილარიონმა უკრაინის მართლმადიდებლობაში განხეთქილების წარმოქმნაში კონსტანტინოპოლის წინამძღვრის ქმედებებს უწოდა "დიდი შეცდომა, რომლის აღიარება მას არ უნდა".