უმე-ს იერარქი: ეკლესიები საფრთხეშია ფანარიონის " უფლებამოსილებების გამო"

17 May 2021 01:40
21
ბელგოროდის ეპისკოპოსი სილვესტერი (სტოიჩევი). ფოტო: kdais.kiev.ua ბელგოროდის ეპისკოპოსი სილვესტერი (სტოიჩევი). ფოტო: kdais.kiev.ua

ეპისკოპოსმა სილვესტერმა  სერბეთის საპატრიარქოს ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში ბართლომეს არაკანონიკური მოქმედებები საფრთხეს უქმნის მართლმადიდებლობას.

კიევის სასულიერო სკოლების რექტორი, ბელგოროდის ეპისკოპოსი სილვესტერი (სტოიჩევი) ინტერვიუში "სერბეთის საპატრიარქოს ჟურნალთან" ამბობს, რომ ადგილობრივი ეკლესიების  მხრიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის საეკლესიო საქმეებში არაკანონიერ ჩარევაში პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, მომავალში ნებისმიერი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს უმე-ს ადგილას, გადმოსცემს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი.

უმე-ს იერარქი თვლის, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი აჩვენებს იმას, რა შეიძლება მოხდეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში, რადგანაც უკრაინაში პატრიარქი ბართლომე და ისინი, ვინც მას მხარს უჭერს, წყვეტენ ბევრად უფრო გლობალურ საკითხებს. ეს გლობალურ საკითხები წარმოადგენს ფანარიონის მცდელობას დააფუძნოს ისეთი საეკლესიო მოწყობა, რომელშიც ფანარიონი იქნება მთავარი, ყველა თავისი უფლებამოსილებებით, უფლებებით, დიასპორის მართვით, აპელაციის მიღების უფლებით და სხვა დანარჩენით",- განაცხადა ეპისკოპოსმა სილვესტერმა.

მან აღნიშნა, რომ ის, ვინც დაეთანხმება მიიღოს უკრაინის მიმართ ფანარიონის მოქმედებების კანონიერება , უნდა ესმოდეს, რომ ხუთი-ათი წლის შემდეგ ეს შეიძლება მოხდეს სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართაც. "ამიტომ ყოველმა ადამიანმა, მიეკუთვნება თუ არა ამ ან სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა და პატიოსნად  უპასუხოს: რა მოელის მომავალში მსოფლიო მართლმადიდებლობას იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ეკლესიები აღიარებენ პატრიარქ ბართლომეს ქმედებებს კანონიერად? და თუ ამ კითხვაზე პასუხი გაიცემა პირდაპირ და პატიოსნად, მაშინ ყველა გაიგებს, რა საფრთხეში იმყოფება მართლმადიდებელი ეკლესია. ვიმედოვნებ, რომ ფანარიონის ქმედებების წინააღმდეგობის ერთადერთი ვარიანტი-ეს არის ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან თავისი პოზიციის გაცხადება",-შეაჯამა კიევის სასულიერო სკოლების რექტორმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, უმე-ს იერარქი-სერბეთის ეკლესიის ჟურნალს: ფანარიონის მოქმედებები უკრაინაში არაკანონიურია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ