იტალიაში რკე-ს ეპარქიის ტაძარში გამოფინეს ჯვარცმის ხატი გეი-ქვეტექსტით
კარპის კათოლიკურმა ეპარქიამ თავის ეკლესიაში ღვთისმგმობელი ნახატები გამოფინა და დამთვალიერებელი "ღრმა ჭვრეტისა და დაპირისპირების გამოცდილებაზე" მიიწვია.
იტალიის კათოლიკურმა ეპარქიამ კარპის ერთ-ერთ ეკლესიაში გამოფინა ნახატი, რომელმაც მორწმუნეების აღშფოთება გამოიწვია, რადგან მასში გეი ქვეტექსტია ჩადებული.
მხატვრის ანდრეა სალტინის ნახატი სახელწოდებით INRI (San Longino) არის გამოფენის Gratia Plena ნაწილი, რომელიც მოეწყო კარპის ეპარქიის ეკლესიაში.
ანდრეა სალტინიმ გამოსახა მიწაზე მწოლიარე მამაკაცის სხეული, ჭრილობებით ხელებსა და ფეხებზე, რომლის გვერდით არის წარწერა INRI. ამ შემთხვევაში მამაკაცის სასქესო ორგანოს სხვა მამაკაცის თავი ფარავს.
მხატვრისა და ეპარქიის ხელმძღვანელობის თქმით, ამ ნახატზე გამოსახულია ქრისტე ჯვარცმის შემდეგ და რომაელი ცენტურიონი ლონგინი. მორწმუნეების აზრით, ეს არის ღვთისმგმობელი გამოსახულება, რომელსაც ადგილი არ აქვს ტაძარში.
გამოფენის გახსნის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხილოთ ეპარქიის ვებგვერდზე.
გამოფენა, რომელიც შედგება დაახლოებით 20 სურათისგან, ასახავს სალტინის სულიერების პირად ძიებას და იწვევს მნახველს "ღრმა ჭვრეტისა და დაპირისპირების გამოცდილებაზე", - აცხადებენ ეპარქიაში.
ნახატებს შორის არის არაერთი მკრეხელური გამოსახულება, როგორიცაა თითქმის შიშველი მამაკაცი, რომელიც ქალის მკლავებში ზის. ნახატს ჰქვია "Noli Me Tangere", რომელიც მნახველს მიანიშნებს ქრისტეს სახარების სიტყვებზე, რომელიც მარიამ მაგდალინელმა წარმოთქვა "არ შემეხო".
ასევე, სხვა ნახატი მნახველს მიუთითებს კარავაჯოს ნახატზე, რომელიც ასახავს ქრისტეს გარდამოხსნას. სალტინის ინტერპრეტაციით, ეს გეი პროპაგანდას ჰგავს: მამაკაცი, რომელიც რამდენიმე ნახევრად შიშველ ადამიანს უჭირავთ ხელში - მჭიდრო გეი პრაიდის კომბინეზონში და თეთრად შეღებილი თმით.
ადრე მჟკ წერდა, რომ აშშ-ში, რკე-ის ეპარქიის ეკლესიაში, წირვის დასაწყისში, შამანური რიტუალი შესრულდა.