ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ დაგმო რუსეთში მიღებული მოწოდება „წმინდა ომზე“

13 April 13:07
946
ემს-ის ხელმძღვანელი, პასტორი და თეოლოგიის დოქტორი ჯერი პილეი. ფოტო: religionnews.com ემს-ის ხელმძღვანელი, პასტორი და თეოლოგიის დოქტორი ჯერი პილეი. ფოტო: religionnews.com

ემს-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება XXV მსოფლიო რუსული სახალხო კრების დადგენილებას, რომელიც აღწერს კონფლიქტს უკრაინაში როგორც „წმინდა ომს“.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალურმა მდივანმა პროფესორმა ჯერი პილლეიმ ორგანიზაციის სახელით განაცხადა, რომ ემს ვერ დაეთანხმება მსოფლიო რუსული XXV სახალხო კრების  დადგენილებას, სადაც კონფლიქტი უკრაინაში აღწერილია როგორც „წმინდა ომი“,-იუწყება ემს-ს საიტი.

„სხვა საშიშროების გარდა, რომელიც მომდინარეობს ბოლოდროინდელი დადგენილებიდან,-თქვა პილლეიმ,- ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს არ შეუძლია დათანხმდეს განცხადებას იმაზე, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია [უკრაინაში] არის წმინდა ომი“ და იმასთან, რაც ჩვენ მოვისმინეთ უშუალოდ პატრიარქ კირილესაგან, არც ემს-ს ხელმძღვანელი ორგანოს პოლიტიკურ განცხადებებს, არც ქრისტიანებისადმი ბიბლიურ მოწოდებებს, იყვნენ მშვიდობისმყოფელები კონფლიქტის დროს“.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ შეშფოთება გამოხატა პატრიარქ კირილეს განცხადებების გამო, რომლებიც შეიძლება შეფასდეს როგორც უკრაინაში ომის მხარდაჭერა.

2023 წლის მაისშ ემს-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე პატრიარქი კირილე ამბობდა, რომ მის მიერ „წმინდა ომის“ ნებისმიერი მოხსენიება ამდროინდელ კონტექსტში მიეკუთვნება მეტაფიზიკურ სფეროს, და არა ფიზიკურ შეიარაღებულ კონფლიქტს უკრაინაში. ის დაეთანხმა ემს-ს გენერალურ მდივანს, რომ არავითარი ომი შეიარაღებული ძალადობით შეუძლებელია იყოს „წმინდა“. „მოწოდება ეწინააღმდეგება ამ პოზიციას“,-აღნიშნა პილლეიმ.

ემს-ს გენერალურმა მდივანმა შესთავაზა პატრიარქ კირილს გამართოს სასწრაფო შეხვედრა, რომელზეც  სავარაუდოდ განიხილავენ, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს მოწოდება როგორც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის  პირადი პოზიცია, როგორ შეუძლიათ ასეთი პოზიცია მიიღონ მსოფლიო ეკლესიების საბჭოს წევრმა ეკლესიებმა, და როგორ შეიძლება მათი თანხვედრა იმასთან, რაც გაიგონა უშუალოდ პატრიარქისგან.

როგორც იტყობინებოდა მჟკ, 2024 წლის 27 მარტს მოსკოვში პატრიარქ კირილის თავჯდომარეობისა და რმე-ს სხვა სასულიერო პირების მონაწილეობით შედგა მსოფლიო რუსული სახალხო კრება, რომლის შედეგად დამტკიცდა და გამოქვეყნდა დოკუმენტი „რუსული სამყაროს აწყმო და მომავალი“. უმე-ს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილებაში ამის შესახებ გამოაქვეყნეს განცხადება. „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია  თავს იკავებს, კატეგორიულად არ ეთანხმება და გმობს ამ დოკუმენტში განთავსებულ იდეებს“,-ხაზგასმულია ამ განცხადებაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ