უმე-ს იურიდიულმა განყოფილებამ დუმენკო მანიპულაციაში გამოიჭირა

09 May 2021 00:21
13
დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua

დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა უარყო მეუ-ს მეთაურის სიტყვები სასამართლოს მხრიდან ხმელნიცკის მხარის სოფელ სუტკოვის თემის გადასვლის დაკანონებაზე.

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა მეუ-ს მეთაური ეპიფანე დუმენკო მანიპულაციაში გამოიჭირა, რომელიც აცხადებდა , რომ უკრაინის სასამართლოს უმაღლესი პალატის მიერ გამოტანილ იქნა განაჩენი ხმელნიცკის მხარის სოფელ სუტკოვციში მდებარე წმინდა-პაკროვის სახელობის ტაძრის თემი დარეგისტრირდა  მეუ-ს შემადგენკობაში. გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ უმაღლესმა სასამართლომ უარყო დაეკმაყოფილებინა უმე-ს წარმომადგენლების სარჩელი იმის გამო, რომ მათ მიმართეს სხვა სასამართლოს, და არა იმიტომ , რომ მან მეუ – ში ხელახალი რეგისტრაცია კანონიერად მიიჩნია, საუბარია უმე-ს იურიდიულ განყოფილების განცხადებაში.

მამა ალექსანდრემ აღნიშნა, რომ 2021 წლის 6 მაისს უკრაინის უმაღლესმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოქვეყნებული. მაგრამ მეუ-ს წარმომადგენლებმა და პირადად დუმენკომ პირველივე შესაძლებლობისას გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია თემის მეუ-ში გადასვლაზე. «გუშინ ის (სასამართლოს გადაწყვეტილება, – რედ. შესწ.) გამოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილების ერთიან რეესტრში, და ჩვენ ვხედავთ, რომ მეუ-ს წარმომადგენლებისა და პირადად სერგეი დუმენკოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს», – აღნიშნა უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსმა.

მან ახსნა, რომ სასამართლომ უარი თქვა უმე-ს წარმომადგენლების სარცელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მათ შეუსაბამო გზა აირჩიეს თავიანთი უფლებების დასაცავად. ასევე საქმეში გამოვლინდა სპეციფიკური გარემოება, რომლის მიხედვითაც მსგავსი ტიპის საქმეს განიხილავს ეკონომიკური იურისდიქცია.

დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა აღნიშნა, რომ სოფელ სუტკოვცის თემი თავისი სიმართლის დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ მიმართავს სასამართლოს, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.

როგორც მჟკ წერდა, უმე-ს იურიდიულმა განყოფილებამ უარყო მეუ-ს განცხადება, თითქოს და სასამართლომ მათ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ