მეუ-ს სურს აშშ-ს დახმარებით თავის სასარგებლოდ შეცვალოს კანონები? - ექსპერტი

07 May 2021 23:20
13
რუსლან ბორტნიკი. ფოტო: persona.top რუსლან ბორტნიკი. ფოტო: persona.top

რუსლან ბორტნიკი დარწმუნებულია, რომ ენტონი ბლინკენის შეხვედრა უკრაინის მხოლოდ ერთი რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელთან აშშ მხრიდან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია.

პოლიტიკურმა ექსპერტმა, „უკრაინის პოლიტიკური ინსტიტუტის“ დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან ინტერვიუში განმარტა, რატომ განიხილავენ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში რელიგიური გაერთიანებების „გადასვლის“ პრობლემას აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან.

მან აღნიშნა, რომ აშშ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა უკრაინის ერთ-ერთ რელიგიურ ლიდერთან, უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიის მეთაურთან ეპიფანესთან, - ეს აშშ-ს მხრიდან უეჭველად დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია სწორედ ამ რელიგიური ორგანიზაციის მიმართ.

„ეს იმის დემონსტრირებაა, ვის თვლის აშშ პარტნიორებად, მეგობრებად. მაგრამ ეს დემონსტრირება მთლიანად ვერ ასახავს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების სინდისის თავისუფლებისა და არადისკრიმინაციის პრინციპებს, რომლებსაც აღიარებენ თვით აშშ-ში“, - აღნიშნა რუსლან ბორტნიკმა.

ამ შეხვედრაზე იმ საკითხების განხილვა, რომლებიც ეხება რელიგიურო ორგანიზაციების „გადასვლებს“ ერთი კონფესიიდან მეორეში, „მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიის ლიდერი  ბაიდენთან ჩიოდა ახლანდელი უკრაინული კანონმდებლობის არაეფექტურობაზე“ ამ ნაწილში, დაამატა ექსპერტმა.

მისი აზრით, უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიის ხელმძღვანელობას შეეძლო ეთხოვა მხარდაჭერა  აშშ-ს მხრიდან, „რომ მას ზეწოლა მოეხდინა უკრაინის ხელისუფლებაზე ახალი კანონმდებლობის მიღების მხრივ, რომელიც გაამარტივებდა გაერთიანებების გადარეგისტრირებას  იუსტიციის სამინისტროს ორგანოების მოქმედებების ნაწილში და, შესაძლებელია, კონსტიტუციური სასამართლოს განხილვის ნაწილში, რომელიც ეხება გაერთიანებების გადასვლის კონსტიტუციურობის ან არაკონსტიტუციურობის საკითხს“.

„ვნახოთ, როგორ განმარტავს უკრაინის ხელისუფლება ამ სიგნალებს, მაგრამ ის, რომ ეს შეხვედრა შედგა მხოლოდ ერთ რელიგიურ  ლიდერთან, რა თქმა უნდა  სხვა კონფესიებზე ზეწოლას ნიშნავს, რომლებიც პოტენციურად კონკურირებენ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიასთან“ - დაასკვნა ექსპერტმა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პოლიტოლოგ კონსტანტინე ბონდარენკოს აზრით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გაერთიანებების „გადასვლის“ პრობლემის განხილვა - უკრაინის ხელისუფლებისადმი უკრაინაში მართლმადიდებელი  ეკლესიის ხელმძღვანელობის გზავნილია.

შეგახსენებთ, რომ ეპიფანესა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრის შედეგად, რომელიც შედგა კიევში 6 მაისს, უკრაინაში  მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების საკითხზე, ხელოვნური დაბრკოლებებისგან  განთავისუფლების მნიშვნელობაზე  გაერთიანებების მიერ თავისუფალი, სინდისის თავისუფლების პრინციპებზე დამყარებული საკუთარი კუთვნილების განსაზღვრის პროცესში“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ