ზელენსკი შეხვდა უნეტარეს ონოფრეს, მეუ-ს და უბკე-ს მეთაურებს

30 April 2021 23:33
32
ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა უმე-ს, მეუ-სა და უბკე-ს მეთაურებთან. ფოტო: president.gov.ua ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა უმე-ს, მეუ-სა და უბკე-ს მეთაურებთან. ფოტო: president.gov.ua

უკრაინის სახელწიფოს მეთაურმა  რელიგიურ ლიდერებთან ერთად განიხილა აღდგომის მოახლოებული დღესასწაულის აღნიშვნა საკარანტინო შეზღუდვების პირობებში.

28 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შეხვდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს ონოფრეს, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურს სვიატოსლავ შევჩუკს და უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ეპიფანეს. ამის შესახებ იუწყება უკრაინის პრეზიდენტის საიტი.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, განიხილეს მოახლოებული აღდგომის აღნიშვნა საკარანტინო შეზღუდვების პირობებში.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აღდგომის წინ უკრაინაში COVID-19-ის დაავადებასთან არსებული სიტუაცია კონტროლირებადია, „ჩვენ ახლახანს დავამარცხეთ მესამე ტალღა“.

„ახლა პირველი კვირაა, როდესაც დაიწყო  დაავადებულთა რაოდენობის დღეში ათასი-ორი ათასით შემცირება, - თქვა მან. -  მინდა განვიხილო თქვენთან ერთად, როგორ შეიძლება ძლიერად ვიმოქმედოთ, რომ აღდგომის შემდეგ არ დავუშვათ რეგიონთა დაბრუნება „წითელ“ ზონაში, ეს ხომ ძალიან მოქმედებს მოქალაქეებზე და ეკონომიკაზე“.

როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახური აღნიშნავს, რელიგიური  ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ აღდგომის აღნიშვნა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ყველა საეკლესიო გაერთიანების ყურადღების ცენტრშია, ხოლო მათი ხელმძღვანელები ცდილობენ მაქსიმალურად გააკეთონ ყველაფერი, რომ ღვთისმსახურება ონლაინ გადაიცემოდეს, ხოლო ხალხმა დაიცვას დისტანცია და გაიკეთოს დამცავი ნიღბები. ამავე დროს მათ აღნიშნეს სულიერი მზრუნველობის დიდი მნიშვნელობა საკარანტინე შეზღუდვების პირობებში, როდესც ხალხი დაღლილია, ხშირად აგრესიული და სასოწარკვეთილიც კი.

შეხვედრის ბოლოს ზელენსკიმ დაპატიჟა უნეტარესი ონოფრე, სვიატოსლავ შევჩუკი და ეპიფანე უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღნიშვნაზე და „იმედი გამოთქვა უკრაინისთვის ერთობლივი ლოცვის ჩატარების გამო“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ზელენსკის  აღდგომის შემდეგ COVID-ის აფეთქების შიში აქვს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ