გძო-ს შტაბში განაცხადეს, რომ აღდგომისთვის უმე-ს ტაძარში ტერაქტი მზადდება

26 April 2021 00:06
12
,,გძო'' ზვერავს პერიმეტრს . ფოტო: 24tv.ua ,,გძო'' ზვერავს პერიმეტრს . ფოტო: 24tv.ua

უკრაინის დაზვერვა იუწყება დონბასში უკრაინის წინააღმდეგ მთელი რიგი პროვოკაციების მომზადების შესახებ აღდგომის დღესასწაულის დღეებში.

2021 წლის 23 აპრილს გაერთიანებულ ძალთა ოპერაციის შტაბში განაცხადეს, რომ აღდგომისთვის  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ტაძარში მზადდება ტერაქტი. თუმცა სად და რომელ ტაძარში, არ მიუთითებიათ.

შტაბის ოფიციალურ Facebook-გვერდზე, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ მთელი რიგი პროვოკაციების შესახებ, რომლებიც უახლოეს დღეებში დონბასში უნდა მოხდეს, „ამასთან ერთად, არ გამოირიცხება დანაკარგი სამოქალაქო მოსახლეობაშიც“.

„გარდა ამისა, აღშფოთებას იწვევს რუსეთის საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელთა ცინიზმი, რომლებიც  სააღდგომო მსახურების დროს მოსკოვის საპატრიარქოს ერთ-ერთ რელიგიურ დაწესებულებაში გეგმავენ ტერორისტული აქტების მოწყობას, რამაც   მრევლის წევრთა შორის შეიძლება მასიური დანაკარგი გამოიწვიოს. ეს ყველაფერი რუსეთს საშუალებას მისცემს  დაადანაშაულოს უკრაინა მორალური, რელიგიური პრინციპების უგულებელყოფაში და საკუთარი ხალხის გენოციდში, აგრეთვე შემოიყვანოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რეგულარული ჯარები“, - ნათქვამია გაერთიანებულ ძალთა ოპერაციის შტაბის უწყებაში.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთს კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონმა კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა ყველა ღონე იხმარონ დონბასში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ