სასამართლომ არაკანონიერად ჩათვალა ზოლოჩევოში მღვდელის საქმის დახურვა

22 April 2021 17:52
15
რადიკალები უროს მეშვეობით ანგრევენ ზალოჩევოში მღვდელის სახლის ღობეს, 2020 წ. ფოტო: сайт Нацкорпуса რადიკალები უროს მეშვეობით ანგრევენ ზალოჩევოში მღვდელის სახლის ღობეს, 2020 წ. ფოტო: сайт Нацкорпуса

ზოლოჩევოს პოლიციის გადაწყვეტილება დაეხურა მღვდელის ოჯახის შევიწროებაზე აღძრული საქმე სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

2021 წლის 12 აპრილს ზოლოჩევოს საგამოძიებო სასამართლომ შეცვალა პოლიციის გადაწყვეტილება დაეხურათ მღვდელის მაქსიმე იოენკოს ოჯახის შევიწროებაზე არძრული საქმე, იუწყება მართმადიდებელ ადვოკატთა კავშირი (მაკ) თავის Telegram-არხზე.

საგამოძიებო სასამართლომ გადახედა სოფელ ზოლოჩევოს მღვდელის მაქსიმე იოენკოს ოჯახის მიერ შეტანილ საჩივარს, სოფელში მათ მიმართ მტრობის გაღვივებასა და შევიწროებასთან დაკავშირებით, ასევე მათი სოფლიდან გაძევების საკითხის დაყენება, და ბათილად სცნო სოფელ ზოლოჩევოს პოლიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაეხურათ საქმე.

სასამართლომ აღიარა,რომ «წინასწარი გამოძიება არასრულფასოვნად და მიკერძოებულად ჩატარდა, საქმის დახურვის გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ არის მიღებული, არამოტივირებულია, ხოლო საქმის ძიება წინასწარ დაიხურა».

ზოლოჩევოს პოლიციის გადაწყვეტილების გაუქმება მცირე ნაბიჯია რელიგიური უფლებების აღდგენისაკენ არა მხოლოდ მღვდელი მაქსიმე იოენკოს ოჯახისათვის, არამედ უმე-ს მთელი რელიგიური დაჯგუფებისათვის სოფელ ზოლოჩევოში, აღნიშნეს მაკ-ში.

იურისტებმა ხაზი გაუსვეს, რომ მხოლოდ დამნაშავე პირების სისხლის სამართლისგებაში მიცემით არის შესაძლებელი ადგილობრივი მორწმუნეების უფლებების აღდგენა.

ადრე მჟკ წერდა, რომ სასამართლომ აღიარა სოფელ ზოლოჩევოში მღვდელის ოჯახის შევიწროების ფაქტი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ