ს. ცვეტოხაში მეუ-ს წარმომადგენლებმა სამხედროების დახმარებით მიიტაცეს ტაძარი

22 April 2021 00:02
16
უმე-ს მიტაცებული ტაძარი სოფელ ცვეტოხაში. ფოტო: raskolam.net უმე-ს მიტაცებული ტაძარი სოფელ ცვეტოხაში. ფოტო: raskolam.net

მეუ-ს მხარდამჭერებმა ისარგებლეს ადგილობრივი ნაწილის სამხედროების დახმარებით, რათა წაერთმიათ ტაძარი უმე-ს თემისთვის.

18 აპრილს შეპეტოვსკის უმე-ს ეპარქიის სოფელ ცვეტოხაში მეუ-ს წარმომადგენლებმა მოტყუების გზით მიიტაცეს ტაძარი, გამოაქვეყნა თავის  Facebook გვერდზე წმინდა-პარასკევიევსკის მონასტრის წინაძღვარმა, დეკანოზმა გიორგი კიმეიჩუკმა.

მღვდელი ამტკიცებს, რომ მეუ-ს მომხრეებმა ისარგებლეს ადგილობრივი ნაწილის  სამხედროების დახმარებით. სანამ ტაძარში არავინ არ იმყოფებოდა, შეცვალეს საკეტები და ღამის დარაჯები დააყენეს.

"ქრისტესმიერო საყვარელო ძმებო და დებო, ყველას თხოვთ მიტევებას იმისათვის, რომ ვერ შევძელი თქვენი ნდობის გამართლება! ამასთან დაკავშირებით გაუწყებთ, საყვარელო ძმებო და დებო, რომლებიც რჩებით ქრისტეს  და მისი წმინდა სამოციქულო ეკლესიის ერთგულებად, სადაც არის ჩვენთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია(უმე), შემდგომშიც დარჩეთ ღმერთის ერთგულნი! ამ დროისათვის სამრევლოსთან გადავწყვეტთ, სად ვილოცებთ ღმერთის წინაშე, იმიტომ რომ, ჩვენთვის უკვე დაუშვებელია  ვეწვიოთ ტაძარს, რომლისგანაც გასულია უფლის მადლი",-განაცხადა დეკანოზმა გიორგიმ.

ადრე მეუ-ს სპიკერმა ევსტრათი ზორიამ ჩაატარა "საეპისკოპოსო საღვთო მსახურება" მისი მომხრეების მიერ მიტაცებულ უმე-ს ტაძარში ჩერნიგოვის ოლქის იჩნიანის  სოფელ პრიპუტნიში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ