მიხალჩაში მეუ-ს ჩინოვნიკი უმე-ს მღვდელისგან ტაძრის გასაღებს ითხოვს
უმე-ს მორწმუნეებმა შეგვახსენეს, რომ ჩინოვნიკებმა უნდა ჩაახშონ რელიგიათა შორის არსებული შუღლი და არ გააღვივონ იგი.
2021 წლის 12 აპრილს მეუ-ს აქტივისტმა- ჩინოვნიკმა ჩერნოვეცკის მხარის სოფელ მიხალჩაში მდებარე ღვთისმშობლის წმინდა მიძინების სახელობის ტაძრის მღვდელს სერგეი ცურკანს მოსთხოვა ტაძრის გასაღების გადაცემა.
მიხალჩას ტაძრის Facebook-გვერდი იუწყება, რომ ტაძრის ირგვლივ ლიტანიობის დროს მამა სერგეისთან მივიდნენ «გერგელიუკ ნიკოლაი და მასკალ ვასილი მოთხოვნით გადასცეს ტაძრის გასაღები მათ და ,,ბოლო ვადა შაბათამდე’’ მისცეს.
თემის მეთაურმა შეგვახსენა, რომ «ამჟამად ტაძრის საქმეს განიხილავს სასამართლო, მაგრამ მეუ-ს წარმომადგენლებისათვის კანონს ძალა არ აქვს».
გარდა ამისა, მეუ-ს ერთ ერთი აქტივისტი გერგელიუკ ნიკოლაი იკავებს სახელმწიფო რეგისტრატორის პოზიციას, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი , «მუშაობს კულტურის სამინისტროში, რომლის უფლებამოსილება მიზნად ისახავს ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებას, და თვითონ კი უფრო აღვივებს შუღლს», – თქვეს ხაზგასმით უმე-ს მორწმუნეებმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ სოფელ მიხალჩაში უმე-ს თემმა მეუ-სთან არსებული კონფლიქტის მოგვარების გზები გააჟღერა.