ეჭვი არ მეპარება,რომ ფანარიონი მიმიღებს,მაგრამ დაპატიმრების მეშინია-კურაევი
პროტოდიაკონი ჯერ ვერ წყვიტავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გადასვლას, რადგან „ნაცნობმა ჩეკისტებმა“ ის შესაძლო დაპატიმრების შესახებ გააფრთხილეს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალულმა კლირიკოსმა, პროტოდიაკონმა ანდრია კურაევმა ანტონ კრასოვსკისთან ინტერვიუში youtube-არხზე „ანტონიმები“ განაცხადა, რომ წოდების ჩამორთმევის შემდეგ აპირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გადასვლას, მაგრამ ჯერ ვერ წყვიტავს, იმიტომ რომ შპიონაჟის ბრალდებით ციხეში მოხვედრის ეშინია.
ჟურნალისტთან საუბარში კურაევმა განაცხადა, რომ „სრულიად რეალურად განიხილავს“ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში გადასვლას, თუმცა ამას ჯერ არ აკეთებს, რადგან ხელზე არ აქვს წოდების ჩამორთმევის დოკუმენტი.
კურაევი დარწმუნებულია, რომ მას მიიღებენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში, მაგრამ ჯერ ამ მიმართავს ფანარს, რადგან „არ უნდა არსებული პროტოკოლების დარღვევა“. შემდეგ ფრაზაში პრიტიდიაკონმა განაცხადა კიდევ ერთი არგუმენტის შესახებ, თუ რატომ არ მიმართავს ფანარს - მას ეშინია დაპატიმრების.
„ეჭვი არ მეპარება, რომ მიმიღებენ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში - რედ.), მაგრამ ქვეყანაში ისეთი ატმოსფეროა, რომ თუ გავხდები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კლირიკოსი, უცხოელ აგენტად გამომაცხადებენ, შემდეგ კი უცხოელ შპიონად“.
ჟურნალიასტის გულწრფელი გაკვირვების პასუხად კურაევმა დაარწმუნა ის, რომ ეს „რეალური საფრთხეა“ და ამის შესახებ მას შეატყობინეს „ნაცნობმა ჩეკისტებმა“, თანაც დაამატა, რომ თუ განკვეთავენ ეკლესიიდან, ის ნამდვილად წავა კონსტანტინოპოლში.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომ ზორია ყვებოდა კურაევთან შეხვედრის შესახებ წმინდა მიქაელის ტაძარში.