უმე-ს ავტოკეფალიის საკითხი არ გადაწყდება,სანამ ერევიან პოლიტიკოსები-იერარქი

17 April 2021 00:30
23
ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა) კითხულობს მოხსენებას ავტოკეფალიის შესახებ ხარკოვის სასულიერო სემინარიაში. ფოტო: kdais.kiev.ua ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა) კითხულობს მოხსენებას ავტოკეფალიის შესახებ ხარკოვის სასულიერო სემინარიაში. ფოტო: kdais.kiev.ua

ეპისკოპოსი ვიქტორი(კოცაბა) გამოვიდა მოხსენებით უმე-ს ავტოკეფალიის პერსექტივებისა და განხილვის ისტორიის შესახებ.

უმე-ს ავტოკეფალიის საკითხი ღია იქნება მანამ, სანამ სახელმწიფო არ შეწყვეტს ეკლესიის საქმეებში ჩარევას, და პოლიტიკოსები არ შეწყვეტენ სპეკულაციებს მორწმუნეების რელიგიური გრძნობებით, აღნიშნა ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის მოხსენებაში სრულიად უკრაინის სამეცნიერი-პრაქტიკულ კონფერენციაზე "მართლმადიდებლობა უკრაინაში: დროის გამოწვევები და ისტორიული ტრადიციები." მოხსენება გამოაქვეყნა უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ.

მეუფე ვიქტორმა ისაუბრა დისკუსიის შესახებ უმე-ს ავტოკეფალიის საკითხზე , რომელიც გაიმართა 1992 წლის 31 მარტს-5 აპრილს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე. იერარქმა მოიყვანა ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ საკითხი ავტოკეფალიის შესახებ სინოდზე არსობრივად განიხილებოდა- მოსმენილი და შეფასებული იყო არგუმენტების დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

 სწორედ გამოთქმული აზრების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება სინოდმა, რომ ამ მომენტისთვის ავტოკეფალია ეკლესიას უფრო  ზიანს მოუტანს, ამიტომ ეს საკითხი  ექვემდებარება შემდგომ განხილვას, აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.  ეს ფაქტები უარყოფენ კიევის საპატრიარქოს განცხადებებს, რომლებშიც ამტკიცდებდნენ, რომ კრებას არ განუხილავს უმე-ს ავტოკეფალია, არამედ  დაკავებული იყო მიტროპოლიტ ფილარეტის (დენისენკო)  დევნით.

"გავიდა თითქმის სამი ათწლეული, თუმცა, როგორც 1992 წელს, დღესაც ავტოკეფალიის საკითხის დადებით  გადაწყვეტილებას სჭირდება დრო, არსებითი გააზრება, და რაც მთავარია, აპოლიტიკურობა,-აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

სანამ წარსულში არ დარჩება იგივე ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის შიდა საქმეებში, პოლიტიკოსების სპეკულაცია მორწმუნეების რელიგიური გრძნობებით, მანამდე ავტოკეფალიის საკითხი რჩება ღიად. ის უნდა გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიაში ეკლესიის მიერ, საეპისკოპოების, სასულიერო და მორწმუნეების საერთო პოზიციის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენს დროში აქვს გამოხატული რეგიონალური შეფერილობები და უთანხმოებები." 

გარემოებებიდან გამომდინარე, უმე-ს ნამდვილი სტატუსი გახლავთ ყველაზე ოპტიმალური, დასკვნა გააკეთა იერარქმა. დამოუკიდებლობა მმართველობაში უფლებას აძლევს უმე-ს მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და დაიცვას უკრაინის ეკლესიის ერთიანობა, რადგანაც კანონიკური ეკლესია დღესაც აერთიანებს სხვადასხვა ეროვნებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების მქონე მორწმუნე მართლმადიდებლებს.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ხარკოვის სასულიერო სემინარიაში ჩატარდა სრულიად უკრაინის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "მართლმადიდებლობა უკრაინაში: დროის გამოწვევები და ისტორიული ტრადიციები."

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ