უკრაინაში მღვდელმსახურების ვაქცინაცია დაიწყო, მათ სოცმუშაკებთან ათანაბრებენ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეორე ტალღაში მღვდელმსახურები ჩართეს.
უკრაინის ჯანდაცვის სამსახურის ოპერატიული განყოფლების შტაბი იწყებს მღვდელმსახურების ვაქცინაციას, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია გაუწიეს მღვდელმსახურები სოცმუშაკებს გაუთანაბრონ, აცხადებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი.
იმუნიზაციის ეროვნული ტექნიკური ექსპერტის ჯგუფის ხელმძღვანელმა (იეტე) ფედორ ლაპიმ განაცხადა, რომ მღვდელმსახურების იმუნიზაცია აუცილებელია, რადგანაც მათ მჭიდრო კავშირი აქვთ რისკის ჯგუფში შემავალ ხალხთან.
ვაქცინაციის რეგისტრაციისათვის, მღვდელმსახურმა უნდა მიმართოს თავის ხელმძღვანელს და შეატყობინოს ვაქცინის გაკეთების სურვილი. ხელმძღვანელი, თავის მხრივ, რეგიონის კოორდინატებს გადასცემენ ვაქცინაციის მსურველთა სიას. რეგიონის კოორდინატორთან შეთანხმების შემდეგ მენეჯერი აცნობებს ვაქცინაციის მსურველებს დროსა და ადგილის შესახებ, ნათქვამია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.
უკრაინაში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხუთ ეტაპად ტარდება, პირველი ეტაპი დაიწყო 2021 წლის 24 თებერვალს. 22 მარტს 2021 წ. – ვაქცინაციის მეორე ეტაპი.
როგორც ადრე მჟკ წერდა, ზელენსკიმ ხელი მოაწერა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციას.