საქმეთმმართველი: «ამანის ფორმატი» – რეალური შანსი პრობლემის მოსაგვარებლად

10 April 2021 21:16
9
მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი). ფოტო: facebook.com/MitropolitAntoniy

ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონი პაკანიჩმა ილაპარაკა ადგილობრივი ეკლესიების ,,ამანის ფორმატში ‘’შეხვედრაზე.

მასშტაბური შეხვედრა  – რეალური შესაძლებლობაა უკრაინის პრობლემის მოსაგვარებლად. ამის თაობაზე კიევ-პეჩორის ლავრაში პრესკონფერენციაზე ისაუბრა უმე-ს საქმეთმმართველმა, ბროვარისა და ბორისპოლის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) ხუთშაბათს, 2021 წლის 8 აპრილს.

«ჩვენ ვხედავდით, რომ გარდაუვალი იყო ადგილობრივ ეკლესიებს შორის შეხვედრა – ეს, ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა და შანსია იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ უკრაინის საკითხი, და რათქმაუნდა ვეცდებით აღვადგინოთ მსოფლიო მართმადიდებლური სამყაროს მშვიდობა, რომელიც ამჟამად საფრთხის ქვეშ არის, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა. – იერუსალიმის პატრიარქის თეოფილეს განცხადებაში ამანის შეხვედრის წლისთავთან დაკავშირებით ნათქვამი იყო, რომ ეს არის ის პლატფორმა, რომელიც გვაძლევს იმედს იმ ურთიერთობების აღდგენისა, რომელსაც დროდადრო ვკარგავთ».

უმე-ს საქმეთმმართველის თქმით, ახლა ბევრი რამ დამოკიდებულია პანდემიაზე, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო და არ იძლევა საშუალებას მოვემზადოთ მასშტაბური შეხვედრისათვის.

ის დარწმუნებულია, რომ  წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა «მიუხედავად იმისა, რომ ფანარიონი წინააღმდეგია – ადვილი მისახვედრია, რომ საკითხი დადგება პატრიარქი ბართლომეს შესახებ, რამდენადაც ძირითადად მისი საქციელით არის გამოწვეული უკრაინაში წარმოქმნილი პრობლემა, რომელიც ჯაჭვისებურად გადაეცემა მთელ მართმადიდებლურ სამყაროს».

შეგახსენებთ, ადრე უმე-ს საქმეთმმართველმა განაცხადა, რომ მთავარი და ყველაზე რთული საკითხი მსოფლიო მართმადიდებლურ ურთიერთობებში, არის – ფანარიონის ახალი ეკლესიოლოგია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ