რმე-ს იერარქი: ჩვენი ბიჭები სულს დებენ, რომ დაამარცხონ ბოროტება დედამიწაზე

02 February 13:09
1312
სერგიევო-პოსადის ეპისკოპოსი კირილი. ფოტო: скриншот ютуб-канала Сергиево-Посадской епархии სერგიევო-პოსადის ეპისკოპოსი კირილი. ფოტო: скриншот ютуб-канала Сергиево-Посадской епархии

რმე-ს პატრიარქის ვიკარი სერგიევო-პოსადის ეპისკოპოსი კირილი თვლის, რომ უკრაინის მიწაზე რუსი ჯარისკაცები იხოცებიან სინათლისა და სიკეთისთვის.

მოსკოვის აკადემიის რექტორმა, რმე-ს პატრიარქის ვიკარმა და სერგიევო-პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსმა კირილმა ამავე ეპარქიისთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცების სიკვდილზე და ამასთან ეკლესიის კავშირზე.

მან თქვა, რომ ,,ზოგიერთი დედა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი, ერთადერთი ვაჟის დაღუპვის გამო, ამიტომ მათთვის მოძღვრის ერთი სიტყვაც კი და სულიერი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია’’.

ეპისკოპოსის აზრით დედებს უნდა აუხსნან, რომ მათ ( ჯარისკაცები-რედ.) ,,თავი გასწირეს სამშობლოსთვის, იმ ბოროტების დასამარცხებლად, რომელიც ახლა სუფევს დედამიწაზე, რომ ისინი ახლა უდაოდ ღმერთთან არიან’’.

,,უნდა უთხრათ, რომ ისინი ნამდვილად სასუფეველში არიან, ხოლო ჩვენ მოვხვდებით თუ არა იქ, უცნობია. ჩვენ სიხარულით უნდა მივიღოთ რომ ჯარისკაცების ხვედრი- ზოგიერთი წმინდანი პცნებობდა ჭეშმარიტებისთვის, რწმენისთვის ებრძოლა’’. დაასრულა სიტყვა პატრიარქის ვიკარმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ სიკტივკარის ეპისკოპოსი პიტირიმის აზრით, ღმერთი გადაარჩენს მსოფლიოს პუტინის მეშვეობით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ