ზელენსკიმ ბაიდენი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკრაინაში დაპატიჟა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისთვის უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანია და ის სულმოუთქმელად ელოდება ვიზიტს.
2021 წლის 2 აპრილს შედგა პირველი სატელეფონო საუბარი უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის, რომლის დროს ვლადიმერ ზელენსკიმ დაპატიჟა ჯო ბაიდენი უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეზე, აგრეთვე მონაწილეობის მისაღებად ყირიმის პლატფორმის პირველ სამიტში, რომელიც დაგეგმილია 2021 წლის 23 აგვისტოს, იუწყება პრეზიდენტის .
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის სულმოუთქმელად ელოდება უკრაინაში ვიზიტს.
აგრეთვე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა იმსჯელეს დემოკრატიის განვითარებაზე უკრაინაში და აშშ-ში, დონბასისა და ყირიმის სიტუაციებზე და უკრაინის ნატოს წევრობისკენ მიახლოების კონკრეტულ ნაბიჯებზე.
შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე დაპატიჟა ფანარისა და რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურები. პატრიარქმა ბართლომემ დაადასტურა თავისი ვიზიტი უკრაინაში, პაპ ფრანცისკეს რეაქცია კი ჯერ-ჯერობით უცნობია.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ზელენსკი აშშ-ს ზეწოლით დაუბრუნდა პოროშენკოს პოზიციას უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით.