უნეტარესმა მსახურება აუკრძალა ლავრის მღვდელმონაზონს,რომელიც მეუ-ში გადავიდა

06 April 2021 20:30
17
მსახურება შეჩერებული მღვდელმონაზონი ინოკენტი (პიდტოპტანი). ფოტო: glavcom.ua მსახურება შეჩერებული მღვდელმონაზონი ინოკენტი (პიდტოპტანი). ფოტო: glavcom.ua

ინოკენტიმ (პიდტოპტანმა) განაცხადა, რომ კიევ-პეჩორის ლავრა მეუ-ს ნაწილი გახდება.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ მსახურება აუკრძალა კიევ-პეჩორის ლავრის ყოფილ მსახურს, მღვდელმონაზონ ინოკენტის (პიდტოპტანს) განხეთქილებაში წასვლის გამო, გვაუწყებს glavcom.ua ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით.

ბრძანების ტექსტში, რომელიც ხელმოწერილია უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის მიერ ნათქვამია, რომ პიდტოპტანს აკრძალული აქვს მღვდელმსახურება, ქრისტეს წმინდა საიდუმლოებათა ზიარების უფლების გარეშე „ანტიოქიის საეკლესიო კრების მე-2 წესის, წმინდა მოციქულების მე-10, მე-11 და 39-ე წესების საფუძველზე, განხეთქილებაში წასვლისა და მღვდელმსახურის ფიცის უხეში დარღვევის გამო“.

2021 წლის 13 მარტს კიევ-პეჩორის ლავრის ყოფილი მღვდელმონაზონი მიღებულ იქნა მეუ-ს პერეიასლავსკ-ვიშნევსკის „ეპარქიის“ „კლირიკოსთა“ შორის, რომელსაც მეთაურობს მიტროპოლიტი ალექსანდრე (დრაბინკო).

როგორც ადრე მჟკ წერდა, 2020 წლის 13 დეკემბერს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძოლი, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი სათავეში ჩაუდგა არქიმანდრიტ ვანრავის (გლადუნის),  ნიკოლაევის ეპარქიის ვიკარიუსის, ნოვობუგის ეპისკოპოსად ქიროტონიას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ