რმე-მ გამართა კონფერენცია „კურთხეული ომი: რუსეთის ტრანსფორმაცია“
რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,სსო’’ ჯარისკაცებთან მათი მუშაობის წყალობით „სანგრებში ქრისტიანული სიმბოლოების აღარ ერიდებათ“.
XXXII საშობაო საკითხავის ფარგლებში, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გამართა კონფერენცია „კურთხეული ომი: რუსეთის ტრანსფორმაცია“, რომელიც ეძღვნებოდა რუსეთის დამპყრობელ ომს უკრაინაში, იუწყება სამხედრო დეპარტამენტის ტელეგრამ-არხი.
ღონისძიებას, რომელიც 25 იანვარს რუსეთის არმიის ცენტრალურ სახლში გაიმართა, სტავროპოლის მიტროპოლიტი კირილი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ფრონტზე 707 მღვდელი გაგზავნა, რომლებმაც 2000-ზე მეტი მისია შეასრულეს.
მისი თქმით, სასულიერო პირებთან ურთიერთობის შემდეგ, ჯარისკაცები „ავლენენ თავიანთ საუკეთესო თვისებებს“ და ზოგიერთი სანგარში „აღარ ერიდება ქრისტიანულ სიმბოლოებს“.
მოსკოვის საპატრიარქოს სამხედრო დეპარტამენტი იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ს.შოიგუმ კონფერენციის მონაწილეებს მისალმება გაუგზავნა და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსი ჯარისკაცები „იცავენ ჩვენს სამშობლოს“ და „გაბედულად ასრულებენ სამხედრო მოვალეობას“.
მჟკ წერდა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქის თქმით, ღმერთი პუტინის მეშვეობით გადაარჩენს მსოფლიოს.