საბერძნეთში განაცხადეს, ვინც მეუ ანათემას გადასცეს არ ეკუთვნიან ბკე-ს
ბერძნული ეკლესიის პირეის მიტროპოლიტმა განაცხადა,რომ ის მღვდელმსახურები, ვინც დუმენკო ანათემას გადასცეს მის ეპარქიას არ ეკუთვნიან.
2021 წლის 25 მარტს ბერძნული მართმადიდებლური ეკლესიის პირეის ეპარქიაში განაცხადეს, რომ მღვდელმსახურები ანგელოს ანგელაკოპულოსი და მატვეი ვულკანესკუ, რომლებმაც დუმენკო მა მეუ ანათემას გადასცეს, არ ჰანეკუთვნებიან ბერძნულ მართმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებას. ეპარქიის პასუხი გამოქვეყნდა საიტზე fanarion.blogspot.com.
ეპარქიაში ირწმუნებიან, რომ პროტოპრესვიტერი ანგელოს ანგელაკოპულოსი პირეის ეპარქიიდან გადავიდა კიტირის ეპარქიაში, იქიდან წავიდა 2020 წელს და ახლა წარმოადგენს ,, კერძო პირს".
პირეის ეპარქიის ინფორმაციით, რუმინული წარმოშობის პროტოპრისვიტერი მატვეი ვულკანესკუ გადავიფა დასავლეთ ევროპის რომის ლათოლიკური ეკლესიაში მიტროპოლიტ იოანე დუბნისნკის ეპარქიაში და «განაცხადა, რომ იმსახურებს დიდ ბრიტანეთში».
მაშასადამე, პირეის ეპარქიაში ირწმუნებიან რომ არცერთი მღვდელმსახური არ ეკუთვნის ბერძნული ეკლესიის პირეის ეპარქიას.
ადრე მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 21 მარტს,მართმადიდებლობის დღის ზეიმზე, ბერძნული ეკლესიის პროტოპრესსვიტერმა ანგელოს ანგელაკოპულოსმა მეუ და მისი ხელმძღვანელი ეპიფანე დუმენკო ანათემას გადასცა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დუმენკო და მეუ ასევე შეაჩვენა პროტოპრესვიტერმა მატფეი ვულკანესკუმ.
ორივე მღვდელმსახური ადრე მსახურობდა პირეის ეპარქიაში, რომლის წინამძღვარია, პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე – მეუ-ს ერთ ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ბერძნულ ეკლესიაში.
მიტროპოლიტი სერაფიმე თვლის, რომ ეპიფანე დუმენკო ერის კაცია, ხოლო უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის მეთაურია - მიტროპოლიტი ონუფრე.