ტრამპი: უკრაინაში ოქროს გუმბათიანი ტაძრები ნანგრევებად იქცევა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ანდგურებს მართლმადიდებლურ ეკლესიებს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და მომავალ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა აიოვაში გამოსვლისას კომენტარი გააკეთა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ტრამპის გამოსვლის ვიდეო YouTube არხმა The National Desk გამოაქვეყნა.
მისი თქმით ,,უკრაინაში საშინელი სიტუაციაა’’.
„ეს (ომი - რედ.) არ უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა. დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. მსხვერპლის რეალურ რაოდენობას მხოლოდ წლების შემდეგ გავიგებთ. როდესაც იყო მასიური თავდასხმა და შენობები ჩამოინგრა, და ახალი ამბები იტყობინებოდა, რომ მხოლოდ ორი ადამიანი დაშავდა მსუბუქად, ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ფაქტობრივად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო“, - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, „არა მხოლოდ ადამიანები დაიხოცა, განადგურებულია კულტურა“.
„ათასი წლის ნაგებობები და არქიტექტურული ძეგლები, მათ შორის ტაძრები ბრწყინვალე ოქროს გუმბათებით, არასოდეს აღდგება. ეს ყველაფერი ახლა ნანგრევებად იქცა“, - დაასკვნა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ის სინოდის განცხადებით, ომის მიმდინარეობისას 119 ეკლესია დაინგრა, 329 დაზიანდა, 14 მღვდელი დაიღუპა, 20 დაიჭრა, 5 დაიკარგა.