,,მეუ-ს ლავრის ნაცვალმა’’ განმარტა, რატომ არის ცარიელი მისი ტაძრები
ა.ლოტიშის თქმით, "მსახურებაზე" მისთვის საკმარისია ორი, მაგრამ "სრულად ადეკვატური" მრევლის დასწრება.
აბრაამ ლოტიშმა, „მეუ-ს მმართველობის მოვალეობის შემსრულებელმა“, TСН-სთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, თუ რატომ არ დადის ხალხი „ღვთისმსახურებაზე“ ლავრის ეკლესიებში.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰყავს თუ არა მას საკმარისი მორწმუნე „ლავრას მხარდასაჭერად“, ლოტიშმა თქვა, რომ „პასუხი ძალიან მარტივია“.
მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა ეკლესიებში ორი-სამი ადამიანი იყოს, მაგრამ „სრულიად ადეკვატური“, „ვინც არ ელოდება რუსულ, პრო-უკრაინულ რაკეტებს“.
მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ „ნამდვილი სამონასტრო ცხოვრება ხელახლა დაიბადება“ მას შემდეგ, რაც „დასრულდება სასამართლო პროცესები“. კონკრეტულად რომელ სასამართლოს გულისხმობდა, ლოტიშმა არ დააკონკრეტა. ალბათ მხედველობაში ჰქონდა სასამართლოები, რომლებიც კულტურის სამინისტროს მოთხოვნებს ეხებოდა მონასტრიდან ბერების განდევნის შესახებ.
მჟკ წერდა, რომ ონლან აჩვენეს ლავრის ცარიელი მიძინების ტაძარი "საშობაო წირვის" დროს.