ეს არის სახელმწიფოს არ ჩარევა?- ექსპერტი ფანარიონის მეთაურის მოწვევაზე

18 March 2021 21:18
13
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო:Regnum უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო:Regnum

იური რეშეტნიკოვმა შეაფასა სიტუაცია,რომელიც შეიქმნა  პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში  მოწვევის გარშემო  საერთაშორისო სტანდარტებისა და კონსტიტუციის თვალსაზრისით.

თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა იწვევს რელიგიურ მოღვაწეს სახელმწიფო ღონისძიებაზე- არ არის ეს სახელმწიფოს ჩარევა საეკლესიო საქმეებში? ამაზე «Klymenko Time» -ის ეთერში მსჯელობს რელიგიური ექსპერტი,სახელმწიფო კომიტეტის  თავჯდომარე 2009-2019 წლებში ნაციონალობის და რელიგიის საქმეებში იური რეშეტნიკოვი, აკეთებს რა კომენტარს უკრაინაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს მომავალი ვიზიტის გარშემო განვითარებულ სიტუაციაზე.

„ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის კონტექსტში ჩნდება კითხვა თვით ამ ვიზიტების  და პატრიარქ ბართლომეს მოწვევის არსზე,-აღნიშნა ექსპერტმა.-ეს მოწვევა რომ ყოფილიყო უნეტარესი ეპიფანეს მხრიდან-გასაგებია, მას აქვს ამის სრული უფლება, ისევე,როგორც შეუძლიათ ამ ეკლესიის მორწმუნეებს. მაგრამ თუ ეს მოდის უკრაინის პრეზიდენტიდან, შემდეგ მეორდება ხელისუფლების და დეპუტატების მხრიდან, რომლებიც ხშირად წარმოადგენენ ხელისუფლების პარტიას, მაშინ ჩნდება კითხვა: რა არის ეს-არ არის სახელმწიფოს ჩარევა საეკლესიო საქმეებში?“

გარდა ამისა, ის თვლის, რომ ეს სიტუაცია ნონსენსია საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით, რამდენადაც ფანარიონის მეთაური-რელიგიური ლიდერია, და არა სახელმწიფოს ხელმძღვანელი, და, „აქ აშკარად შეუძლებელია მიდიოდეს საუბარი სახელმწიფოებს შორის რაიმე სახის კონტაქტებზე.“

„აქ საუბარია რელიგიური მოღვაწის მოწვევაზე უკრაინის სახელმწიფო მოღვაწეების მხრიდან, თანაც მას იწვევენ არა რომელიმე რელიგიურ ღონისძიებაზე, არამედ სახელმწიფო დღესასწაულზე-უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე. აშკარაა, რომ წარმოიქმნა გარკვეული პარადოქსი, სინამდვილეში ნონსენსი, როდესაც უმაღლეს რელიგიურ მოღვაწეს იწვევენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ღონისძიებაზე  და სინამდვილეში ჩნდება შეკითხვა, რამდენად პასუხობს ეს უკრაინის კონსტიტუციას,“-დაასკვნა იური რეშეტნიკოვმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ სამართალდამცავი ორგანიზაცია „მართლმადიდებელი ადვოკატების კავშირი“ (მაკ) ელოდება სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას და განმარტებას სახალხო დეპუტატების მხრიდან  ფანარიონში უკრაინის დელეგაციის ახლახანს შემდგარი ვიზიტის გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ