ჩვენ ვლოცულობთ მათზე, ვინც წაგვართვა ტაძარი, – უმე-ს მრევლი უსპენკიდან

18 March 2021 15:03
31
უმეს მრევლი სოფელ უსპენკიდან. ფოტო: скриншот/YouTube-канал «Перший козацький» უმეს მრევლი სოფელ უსპენკიდან. ფოტო: скриншот/YouTube-канал «Перший козацький»

კანონიკური ეკლესიის მრევლი სოფელ უსპენკიდან ლოცულობს ყველაზე, ვინც მხარი დაუჭირა მათ ტაძრის აღების შემდეგ, ლოცულობენ ტაძრის დამრბევების შეგონებოსთვისაც.

ალექსანდრიის ეპარქიის უმე-ს წმინდა მიძინების სახელობის ტაძრის მრევლი სოფელ უსპენკაში ლოცულობს სახლში მოწყობილ სამლოცველოში არა მარტო კეთილის მსურველებისათვის, არამედ - დამრბევებზეც, რომ ღმერთმა ისინი გონს მოიყვანოს, თქვა ,, პერში კაზაცკისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთმა მრევლმა.

სოფლის მაცხოვრებელი ქალბატონი ყვებოდა როგორ ცხოვრობენ ისინი ტაძრის წართმევის შემდეგ.

«ჩვენ გვჯეროდა ჩვენი მღვდელის, – გვითხრა მან. – მას ჩვენ არ მიუტოვებივართ, ჩვენთან ერთად დარჩა. ეს ყველაფერი მან თავისი ხელებით გააკეთა (ახალი სამლოცველო). ჩვენ ახლა აქ ვლოცულობთ. ჩვენ ყველას მოგვწონს ახლა აქ ლოცვა».

მორწმუნემ მადლობა გადაუხდა ყველას, ვინც დაეხმარა მათ მძიმე მომენტში. «ჩვენ მადლობელი ვართ. ვლოცულობთ ყველაზე», – თქვა მან.

«ასევე ვლოცულობთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩაგვაგდეს ასეთ დღეში, – დაამატა უმე-ს მრევლმა. – მათზეც ვლოცულობთ. იქნებ ღმერთმა ისინი გონს მოიყვანოს და შეიგნონ, რომ არასწორად მოიქცნენ. ისინი ასე ჩვენთან კი არ მოქცეულან – ისინი უფალთან მოიქცნენ ცუდად. მათ შეურაცჰყვეს ეს ტაძარი. როცა გაუვლი [ახლოს] – გული გეტკინება».

როგორც მჟკ წერდა, 2020 წლის 6 ნოემბერს უმე-ს კუთვნილი ტაძარი სოფელ უსპენკაში დალუქეს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ