ნოვაია მოშანიცაში მეუ-ს აქტივისტი მოითხოვს მღვდელს გაუთიშონ დენი,გათბობა

12 March 2021 15:32
20
ნოვაია მოშანიცას მცხოვრები მეუ-ს აქტივისტი ლეონიდ კუცელი. ფოტო: СПЖ ნოვაია მოშანიცას მცხოვრები მეუ-ს აქტივისტი ლეონიდ კუცელი. ფოტო: СПЖ

ყოფილი ფელდშერი აგრძელებს კონფესიური განხეთქილების წახალისებას ნოვაია მოშანიცაში, ემუქრება უმე-ს მიტაცებული ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარს.

როვენის ოლქის სოფელ ნოვაია მოშანიცაში  მეუ-ს აქტივისტი წერს საჩივრებს როვნოერერგში და როვნოგაზში მოთხოვნით, გათიშონ სინათლე და გათბობა უმე-ს მღვდლის სახლში. ამაზე მჟკ-ს კორესპოდენტი იტყობინება.

გასულ კვირას დეკანოზ იგორ გნატიშინს, უმე-ს ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარს დაურეკეს ერთდროულად ორი დაწესებულებიდან, რომ გაეფრთხილებინათ ნოვაია მოშანიცას მცხოვრებ ლეონიდ კუცელიას მხრიდან შემოსული საჩივრის გამო. მათში აქტივისტი მოითხოვს გათიშონ  სახლი, რომელშიც ცხოვრობს მეუ-ს მღვდელმსახური, ელმომარაგებიდან და გათბობიდან.

„ყოველთვის, როგორც ჩვენ გვითხრეს, ის მიუთითებს თავის საჩივრებში რომ სახლი ჩვენ არ გვეკუთვნის, -განაცხადა მჟკ-ს მღვდლის მეუღლემ დედა ნატალია გნატიშინამ. - ჩვენ უკვე სამჯერ მოვიგეთ სასამართლო : ზლოდბუნსკის და როვენის, რომელთაც  აუკრძალეს ოჯახის გამოსახლება, და კიევის სასამართლომ არც კი განიხილა საქმე. სახლი ჩვენია. კიდევ რამდენი ინსტანცია უნდა გავიაროთ, რომ შეწყდეს ეს უსიამოვნება?“

მაგრამ კუცელს, ყოფილი ფელდშერს, ამჟამად- მეუს აქტიურ მხარდამჭერს არ  აჩერებს არც უკრაინის მართლმსაჯულება, არც სასამართლო სისტემა. როგორც უმე-ს მორწმუნეებმა განაცხადეს, რელიგიური მტრობის გაღვივებისა და ძალის გამოყენებით ტაძრის მიტაცებაში მონაწილეობისათვის მის წინააღმდეგ უკვე აღძრულია რამდენიმე   სისხლის სამართლის საქმე .

„თავიდან ის იმუქრებოდა მამაოს დაჭრით-ეს მუქარა დაფიქსირებულია ვიდეოზე. შემდეგ გადაწყვიტა მამაო მიეყვანა  საგიჟეთამდე ყოველღამე მის სახლში მისვლით და დაშინებით. ახლა მიმართა შანტაჟს როვნოგაზის და როვნოენერგოს მეშვეობით. ჩემი აზრით, აქ უნდა ჩაერიონ მეუ-ს მოძღვრები, თუ ისინი თვლიან თავის თავს ასეთებად, და აუხსნან ადამიანს, რა არის სიკეთე, და რა არის ბოროტება,“- დაამატა დედა ნატალიამ.

შეგახსენებთ, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძარი ნოვაია მოშანიცაში მეუ-ს მიმდევრებმა მიიტაცეს 2019 წლის 3 მარტს. მიტაცებას მეთაურობდა ზდოლბუნოვის რსა-ის ყოფილი თავმჯდომარე სერგეი კონდრაჩუკი.

ასევე მჟკ წერდა, რომ უმე-ს თემი ნოვაია მოშანიცაში თხოვდა ყველა თანამგრძნობს დახმარებოდნენ მათ მიტაცებულის სანაცვლოდ აეშენებინათ ახალი ტაძარი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ