ფანარიონმა შეიძლება პოროშენკოს პოლიტიკის გაგრძელება მოითხოვოს, – ექსპერტი

11 March 2021 22:00
18
ფანარიონის მეთაური უკრაინელ დეპუტატებთან შეხვედრაზე. ფოტო: Facebook-страница Yevheniya Kravchuk ფანარიონის მეთაური უკრაინელ დეპუტატებთან შეხვედრაზე. ფოტო: Facebook-страница Yevheniya Kravchuk

პოლიტოლოგმა კონსტანტინ ბონდარენკომ დააკომენტარა ფანარიონზე უკრაინული დელეგაციის ,,სლუგა ნაროდასა’’ და კირილ ტიმოშენკოს ვიზიტი.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინაში ვიზიტის, რომლის სამზადისშიც აქტიურად არის ჩართული პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია, ფარგლებში შესაძლებელია მოითხოვოს ყოფილი პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მიერ დაწყებული პოლიტიკა ეკლესიასთან მიმართებაში. ამის შესახებ მჟკ-სთან კომენტარი გააკეთა ფონდ ,,უკრაინსკაია პოლიტიკას’’ /UP Foundation ხელმძღვანელმა პოლიტოლოგმა და ისტორიკოსმა კონსტანტინ ბონდარენკომ, როდესაც საუბრობდა უკრაინელი პარლამენტარების სტამბულში ფანარიონზე ვიზიტის შესახებ.

ექსპერტის სიტყვებით, ახლა პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში ემზადებიან ფანარიონის მეთაურის პატრიარქ ბართლომეს ვიზიტისათვის უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე, ვიზიტისათვის ნიადაგის მოსამზადებლად ფანარიონზე მიემართება უკრაინელი პოლიტიკოსების მთელი რიგი.

სწორედ ამით აიხსნება, დაამატა მან, ცოტახნის წინ ფანარიონზე ,, სლუგა ნაროდას’’ 12 წევრისა და პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს ვიზიტი.

რაც შეეხება მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან თავის მიმოწერით ცნობილ ბოგდან იარემენკოს, რომელსაც ანდეს უკრაინული დელეგაციის სახელით მიემართა კონსტანტინოპოლის პატრიარქისათვის და პირადად გადაეცა პეზიდენტ ზელენსკისა და მეუ-ს ლიდერის დუმენკოსაგან მოსაწვევი, ის ,, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თურქეთში, იყო უკრაინის გენერალური კონსული, ცხადია იცის ყველა გასასვლელი და გამოსასვლელი ფანარიონთან მიმართებაში. მისი ფანარიონზე წქასვლა შემთხვევითი არ არის, რამდენადაც ის - ზელენსკის გარშემომყოფებს შორის თურქეთისა და ფანარიონის საკითხებში მთავარი სპეციალისტია’’.

«სხვა საკითხია, რას მოითხოვს ფანარიონი სანაცვლოდ და რა პირობებს წამოაყენებს პატრიარქ ბართლომეს ვიზიტისათვის. ცხადია ის მოითხოვს პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს დროს დაწყებული პოლიტიკის გაგრძელებას», – ხაზგასმით თქვა კონსტანტინ ბონდარენკომ.

შეგახსენებთ, სტამბულში ,,სლუგა ნაროდასთან’’ შეხვედრის მიმდინარეობისას ბართლომემ დაადასტურა თავისი შესაძლო ვიზიტი უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს, ამა წლის აგვისტოში.

ასევე მჟკ წერდა, ზელენსკიმ და პოროშენკომ ფანარიონის მეთაურს დაბადების დღე მიულოცეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ