უმე ჩერკასკის ეპარქიაში შეიქმნა ახალი სამონაზვნო გაერთიანება
ჩერკასკის ოლქის სოფელ მელნიკში დაარსდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთი სამონაზვნო გაერთიანება.
ჩერკასკის ოლქის ჩიგირინსკის რაიონის სოფელ მელნიკში დაარსდა კიდევ ერთი სამონაზვნო გაერთიანება ლეუშინსკის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, იუწყება ჩერკასკის ეპარქიის საიტი.
ჩერკასკისა და კანევსკის არქიეპისკოპოს თეოდოსის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე მონაზონი ცხოვრობს განცალკევებით, ისინი ლოცულობენ, აწყობენ ტაძარს, აშენებენ კელიებს. იკვებებიან საკუთარი პატარა სამონასტრო მეურნეობიდან.
სამონაზვნოს ჯერ არ აქვს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრის ოფიციალური სტატუსი, მაგრამ თუ გაერთიანება გაიზრდება და სულიერად გაძლიერდება, არქიეპისკოპოსი თეოდოსი თხოვნით მიმართავს წმინდა სინოდს, აღნიშნეს ეპარქიაში.
ჩერკასკის მღვდელმთავარი ეწვია დედებს სოფელ მელნიკში და უსურვა „ღვთის კურთხევა როგორც მათ შინაგან, სულიერ ცხოვრებაში, ასევე გაერთიანების ცხოვრების მოწყობაში“. მეუფემ მონაზონი იეროთეა (შტეფურა) უფროს მონაზვნად დანიშნა.
ამ გაერთიანების გარდა ჩერკასკის ეპარქიაში ახლა 8 მოქმედი მონასტერია: 5 დედათა და 3 მამათა. იქ 218 მოღვაწე ბინადრობს, რომელთაგან 141 მონაზვნად არის აღკვეცილი.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიაში ყვებოდნენ, რომ მათთან „მონაზვნური“ მოწოდების კრიზისია.