უმე-მ რუმინეთის ეკლესიის ეპისკოპოსის ხიროტონიაში მიიღეს მონაწილეობა
უმე-ს მღვდელმა რუმინელ იერარქებს მოუთხრო უკრაინაში კანონიკური ეკლესიის მორწმუნეების დევნაზე.
2021 წლის 7 მარტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იასის მიტროპოლიის ეპისკოპოს-ვიკარის, ბოტოშანის ეპისკოპოსის ნიკიფორეს საეპისკოპოსო ხელდასმაზე, იტყობინება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება. ხელდასმას, რომელიც შედგა რუმინეთის ქალაქ იასის საკათედრო
ტაძარში, უხელმძღვანელა იასკის მიტროპოლიტმა თეოფანემ რვა ეპისკოპოსთან ერთად.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურმა დეკანოზმა დიმიტრი პოპესკუმ რუმინეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადასცა სამკერდე ნიშნები უმე-ს საქმეთამმართველის, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტ ანტონისაგან.
მღვდელი მოუყვა იქ მყოფ ეპისკოპოსებს რეალურ სიტუაციაზე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, იმაზე, თუ როგორ ხდება ტაძრების მიტაცება და როგორ იდევნებიან კანონიკური ეკლესიის ერთგული შვილები.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა უსურვეს სამღვდელოებას და უმე-ს მორწმუნეებს განმტკიცება რწმენაში და აღუთქვეს ლოცვითი შეწევნა ამ რთულ დროს.
როგორც ადრე მჟკ წერდა, რუმინეთის ეკლესიის პოზიცია მეუ-ს მიმართ არ შეცვლილა.