უუს-ში მჟკ-ს ბლოკირებაზე კომენტარი გააკეთეს

12 January 19:00
2540
უუს-ის შენობა. ფოტო: РИА Новости უუს-ის შენობა. ფოტო: РИА Новости

უუს-ს უფროსის მოადგილემ პასუხი გასცა სახალხო დეპუტატის არტემ დმიტრუკის სადეპუტატო მიმართვას მჟკ-ს ბლოკირების შესახებ.

უუს-ში უარი თქვეს განმარტებაზე, თუ რა მიზეზით მისცეს სპეცკავშირის სახსამსახურს მჟკ-ს საიტის ბლოკირების განკარგულება.

სახალხო დეპუტატის არტემ დმიტრუკის სადეპუტატო მიმართვის პასუხად, უუს-ის უფროსის მოადგილემ სერგეი ანდრუშჩენკომ  განაცხადა, რომ ძალოვნები „არსებული ამოცანების ფარგლებში“ ახორცილებენ მასმედიის მონიტორინგს „საინფორმაციო სფეროში უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აგრეთვე უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური საინფორმაციო ოპერაციების ჩატარების აღკვეთისათვის, რომლებიც მიმართულია საკონსტიტუციო წყობის მოშლაზე, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევაზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამწვავებაზე“.

„ასეთი საქმიანობის შედეგად და კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებული დასკვნების საფუძველზე, უუს იღებს შესაბამის ზომებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად“, - უპასუხა ანდრუშჩენკომ არტემ დმიტრუკს და არ განმარტა, როგორ უქმნიდა მჟკ საფრთხეს „ნაციონალურ უსაფრთხოებას“, „საკონსტიტუციო წყობას“ ან „არღვევდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“. 

ანდრუშჩენკომ უარი თქვა დეტალების განმარტებაზე და მიზეზად დაასახელა „ამ საქმიანობის დროს მიღებულ მონაცემთა გავრცელების აკრძალვა“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ უკრაინაში უუს მჟკ-ს საიტის ბლოკირებას ითხოვს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ