ფანარიონის მეთაური დაესწრო ერდოღანის გამოსვლას რელიგიურ უმცირესობებზე

04 March 2021 22:10
18
პატრიარქი ბართლომე, როგორც რელიგიური უმცირესობის მეთაური თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლაზე. ფოტო: orthodoxtimes.com პატრიარქი ბართლომე, როგორც რელიგიური უმცირესობის მეთაური თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლაზე. ფოტო: orthodoxtimes.com

პატრიარქმა ბართლომემ, როგორც რელიგიური უმცირესობის მეთაურმა, მოუსმინა ერდოღანს მართლმადიდებელ და სხვა რელიგიურ უმცირესობათა  უფლებების დაცვითი  ზომების შესახებ.

2021 წლის 2 მარტს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე სტამბულიდან ანკარაში ჩავიდა, როგორც თურქეთში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოხსენებაზე, წერს პორტალი «OrthodoxTimes».

თავის მოხსენებაში ერდოღანი, რომელმაც მანამდე წმინდა სოფიოს ტაძრის სტატუსის მეჩეთად შეცვლას 2020 წლის „გვირგვინი“ უწოდა, შეეხო რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს, რომლებსაც თურქეთში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მართლმადიდებლებიც მიეკუთვნებიან.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივლისში თურქეთის პრეზიდენტის ბრძანებით ცნობილი წმინდა სოფიოს ტაძარი სტამბულში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის,  გადააკეთეს მეჩეთად. 86 წლის განმავლობაში პირველი პარასკევის ნამაზი ტაძარში ჩატარდა 24 ივლისს.

როგორც მართლმადიდებელ  ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, მიტროპოლიტმა ილარიონმა ახსნა, რატომ არ ყავს ფანარის მეთაურს მრევლი უკრაინაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ