პრეზიდენტმა იგნორირება გაუკეთა მორწმუნეთა მიმართვას - მ.ა.კ.

28 February 2021 23:25
22
Офис Президента Украины. Фото: 24tv.ua Офис Президента Украины. Фото: 24tv.ua

მაკ-ში ხაზი გაუსვეს, რომ ბიუროკრატიული დამოკიდებულება  უბრალო ადამიანების თხოვნებისა და იმედების მიმართ პრეზიდენტის ოფისის მხრიდან იწვევს აღშფოთებასა და გაკვირვებას.

2021 წლის 22 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის მოქალაქეთა მიმართვების საკითხების ოფისის დეპარტამენტის მეთაურმა გვამცნო, რომ უმე-ს მორწმუნეთა კოლექტიური მიმართვა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სახელზე  სახელმწიფოს მეთაურის მიერ განუხილველი დარჩება. ამის შესახებ შეგვატყობინეს მართლმადიდებელ ადვოკატთა (მაკ) კავშირის ტელეგრამ-არხზე.

22.02.2021 წლის N22/008352-26 წერილის ტექსტის თანახმად, მორწმუნეთა 2021 წლის 15 თებერვლის  მიმართვა პრეზიდენტის მიმართ არ შეიძლება განხილულ იქნეს, რამდენადაც „უკრეაინის პრეზიდენტის უფლებამოსილებებში არ შედის კანონების გაუქმება და უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, კანონების მიღება ეხება უმაღლესი რადას უფლებამოსილებებს“.

მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირში მიუთითეს, რომ პრეზიდენტის მიმართ მიმართვაში მორწმუნეებმა გადმოსცეს უმე-ს თემის უკანონო ხელახალი რეგისტრაციისა და მიტაცების ფაქტების რიცხვის ზრდის თაობაზე, ითხოვეს ყველა შესაძლო ზომის მიღება მათი აღმსარებლობის თავისუფლების  კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფის შესახებ,  მიუთითეს უკრაინის კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირების მხრიდან ბოროტად გამოყენებისა და მანიპულაციის თაობაზე. ასევე მორწმუნეებმა პრეზიდენტის ყურადღება მიაპყრეს  კონსტიტუციის დარღვევის მრავალრიცხოვან ფაქტებს, მათი უფლებების შეზღუდვას, მილიონობით მორწმუნე მოქალაქის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას და როგორც შედეგი, კონფესიათშორისი კონფლიქტებისა და დაპირისპირებების რაოდენობის ზრდას.

მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირში შეგვატყობინეს, რომ „ასეთმა ფორმალურმა და ბიუროკრატიულმა დამოკიდებულებამ მორწმუნეების, უბრალო ადამიანების თხოვნებისა და იმედების მიმართ, შეუძლებელია არ გამოიწვიოს აღშფოთება და გაკვირვება“.

მაკ-ის იურისტებმა აღნიშნეს, რომ „კანონების გაუქმება ნამდვილად არ ეხება უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. ამასთან, უკრაინის კონსტიტუციის 102-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი წარმოადგენს უკრაინის კონსტიტუციის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების გარანტს. აღმსარებლობის თავისუფლებისა და სახელმწიფოსგან ეკლესიის გამიჯვნის უფლება წარმოადგენს კონსტიტუციურს და განმტკიცებულია უკრაინის ძირითადი კანონის 35-ე მუხლით. კონსტიტუციის 93-ე მუხლით განსაზღვრულია უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. უკრაინის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული კანონპროექტები, როგორც გადაუდებელი, განიხილება რიგგარეშე უკრაინის უმაღლეს რადაში“.

ამდენად, აღნიშნავენ მაკ-ში, „უკრაინის პრეზიდენტს გააჩნია საკმარისი რაოდენობის სამართლებრივი ინსტრუმენტი, რათა შეიმუშაოს და დანერგოს საზოგადოებრივი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი მსოფლმხედველობისა და აღმსარებლობის სფეროში, რომელიც იქნება უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისი“.

ადრემ მჟკ წერდა, რომ მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირმა განაცხადა ზოლოჩევში  უმე-ს თემის უფლებების დაცვის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ