ტკაჩოვმა თქვა, რომ მისი დანიშვნა უმინსკის შემცვლელად ღვთის ნებაა

07 January 18:23
4718
ტკაჩევი მსახურებაზე. ფოტო: скриншот ютуб-канала Ткачева ტკაჩევი მსახურებაზე. ფოტო: скриншот ютуб-канала Ткачева

რმე-ს მღვდელმა, რომელიც ომის პროპაგანდას ეწევა, კომენტარი გააკეთა მის დანიშვნაზე სასულიერო პირის შემცვლელად, რომელიც ომის წინააღმდეგია.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზმა ანდრეი ტკაჩოვმა კომენტარი გააკეთა თავის ტელეგრამ-არხზე მოსკოვის სამების ტაძრის განთავისუფლებული მოძღვრის, დეკანოზი ალექსეი უმინსკის შემცვლელად დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცნობილია თავისი ანტისაომარი პოზიციით.

ტკაჩევის თქმით ,,საზოგადოებაში ძალიან დიდი ხმაურია ერთი მღვდლის მეორე მღვდლით შეცვლის ფაქტზე’’. დეკანოზი ჩიოდა, რომ „არავის აინტერესებს“ ის ფაქტი, რომ ხოხლის ეკლესიის წინამძღვრად დანიშვნით იგი „რბილად რომ ვთქვათ, ცხოვრების ჩვეული დინებიდან ამოვარდა“.

ტკაჩოვმა  რწმენა გამოთქვა, რომ უმინსკის გადაყენება და მისი დანიშვნა ღვთის ნება იყო. ყველამ, ვინც არ ეთანხმება ამ ფაქტს, უნდა მიმართოს მას საჩივრებით.

„მთავარია, რომ ღმერთი მართავს სამყაროს. მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი. ნებისმიერი ხმაურიანი უთანხმოება მხოლოდ ჯაჭვია, რომლის საბოლოო რგოლი არის პრეტენზია პირადად ღმერთთან. ამით თქვენ ღმერთს ეუბნებით, რომ ის ცუდად მართავს სამყაროს, მე ვიცი რა არის უკეთესი. შეცდომა დაუშვი და გამოასწორე სანამ გვიანი არ არის. (და სხვა მსგავსი შენიშვნები)“ - წერს ტკაჩევი.

ამრიგად, მღვდლის თქმით, ისინი, ვინც უმინსკის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის დანიშვნას აკრიტიკებენ, ან ურწმუნოები არიან, ან ათეისტები.

„მორწმუნეები ყველაფერს, სურდოდან დაწყებული სასიკვდილო დიაგნოზით დამთავრებული, იღებენ როგორც ჩვენი შემოქმედის ნებას. ამ ფაქტსაც ასე უნდა შეხვდნენ“, - აღნიშნა ტკაჩოვმა.

მღვდელმა მოუწოდა ყველას, ვინც თავს მორწმუნედ თვლის, „თავმდაბლობით გადაიწერონ პირჯვარი და დამშვიდდნენ“.

მჟკ ადრე წერდა, რომ მოსკოვში აკრძალეს მღვდელი, რომელიც ომის საწინააღმდეგო პოზიციით არის ცნობილი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ