პოროშენკოს კანონპროექტი გამოწვეულია მეუ-ს მხარდაჭერის არქონით, - ექსპერტი

27 February 2021 00:01
16
მეუ-ს ლიდერი ეპიფანე დუმენკო და პეტრე პოროშენკო. ფოტო: twitter.com/dprunews მეუ-ს ლიდერი ეპიფანე დუმენკო და პეტრე პოროშენკო. ფოტო: twitter.com/dprunews

კანონპროექტი რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციის შესახებ მიმართულია უმე-ს წინააღმდეგ, რომელიც პოროშენკომ ვერ დაიპყრო მეუ-ს დახმარებით, თვლის ანდრეი ზოლოტარიოვი.

პეტრე პოროშენკომ  და მისმა  პარტიამ „ევროპული სოლიდარობა“ მოამზადეს კანონპროექტი № 5101, რომელიც სასამართლოს წესით რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციის საშუალებას იძლევა იმისთვის, რომ ამ გზით მოხერხდეს კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაცია, თვლის უკრაინელი პოლიტოლოგი და პოლიტიკური ექსპერტი, ცენტრ „მესამე სექტორის“ ხელმძღვანელი ანდრეი ზოლოტარიოვი. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში მან აღნიშნა,რომ პოროშენკო იძულებულია ასე მოიქცეს, რადგან მისი მეუ-ს პროექტი ჩავარდა იმის გამო, რომ მას მხარდაჭერა არ ჰქონდა მორწმუნეთა უმრავლესობას შორის.

პოლიტოპოგი თვლის, რომ პოროშენკოს ეს  ქმედებები გამოწვეულია აშშ-ს კურატორების ზეწოლით, რომლებმაც „აკურთხეს“ პროექტი „ტომოსი“ უკრაინისთვის. „შესაძლებელია, რომ ის (პოროშენკო - რედ. შენიშვნა) ამას აკეთებს ვაშინგტონის საოლქო კომიტეტის პატრონთა კარნახით, რომლებმაც მასთან ერთად  აკურთხეს ეს პოლიტიკური პროექტი „ტომოსი“, - თქვა ზოლოტარიოვმა. ვინაიდან უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის პროექტმა, ბუნებრივია, ვერ პოვა მორწმუნეთა მხარდაჭერა და ის თითქმის ჩავარდნის პირზეა, მათ სურთ სხვა გზით წასვლა - გააქრონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის უმსხვილესი რელიგიური სტრუქტურა, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა მოაწყონ მის წინააღმდეგ, რჩება უმსხვილესად. და ეს კანონპროექტი სწორედ მის წინააღმდეგ არის მიმართული“.

პოლიტოლოგი თვლის, რომ ვლადიმერ ზელენსკი და მისი გუნდი მხარს არ დაუჭერენ ამ კანონპროექტს, რადგან პოროშენკოს მომხრეები მას ვერასდროს ვერ გაითავისებენ, ხოლო რისკი მისი მიღების გამო  ძალიან მაღალია არა მარტო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, არამედ მთელი უკრაინისთვის. თვით კანონპროექტს ზოლოტარიოვი აფასებს  როგორც რელიგიურ საკითხებში სახელმწიფოს ჩაურევლობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელიც მიღებული იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან.

პოროშენკოს პოზიციას ექსპერტი განმარტავს როგორც მოსალოდნელს, რადგან ექს-პრეზიდენტი კვლავ ყოფს უკრაინელებს  „მართლებად“ და „არამართლებად“ და პედალირებს მისთვის ხელსაყრელ რელიგიურ კონფლიქტებს.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, „ხალხის მსახურები“ არ დაუჭერენ მხარს პოროშენკოს კანონპროექტს, განაცხადა პარტიის მეთაურმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ