პტიჩიეს თემი: 6 წლიანი დევნის შემდეგაც უმე-ს ერთგული ვრჩებით
დევნილი უმე-ს პტიჩიეს მრევლმა მოჰყვა 6 წლის წინანდელი ამბავი და ხელისუფლებას ტაძრის დაბრუნება სთხოვა.
2021 წლის 22 თებერვალს დევნილი საზოგადოების შეკრებაზე «ერთგულნი», რომელიც ჩატარდა კიევო-პეჩორის ლავრაში, როვენის მხარის სოფელ პტიჩიეს მრევლი ყვებოდა იმაზე რომ მეუ-სგან დევნის მიუხედავად თემი უწმინდესი ონუფრესა და უმე-ს ერთგული დარჩა.
სოფელ პტიჩიეს მრევლის მარია ფორმანეცის თქმით, მთავრობა მთლიანად მხარს უჭერს სქიზმატიკოსებს, ტაძრების დარბევის უფლებას აძლევს მათ. უმე-მ ყველა სასამართლო მოიგო, მაგრამ იძულებული იყო თავიდან ელოცა ავტოფარეხში, ხოლო შემდეგ - სახლებში. მრევლმა ქალმა ხელისუფლებას სთხოვა წაიკითხონ კანონები და უმე-ს მრევლს მოექცნენ, როგორც უკრაინის სრულუფლებიან მოქალაქეებს.
«წინააღმდეგობა ჩვენთან დაიწყო 2014 წლის 2 ნოემბერს და დღემდე გრძელდება. სამ წელიწად ნახევარი ჩვენ ვიცავდით ეკლესიას. მამაკაცები ტაძართან ყარაულობდნენ რიგ-რიგობით, ჩვენ – ეკლესიაში. ჩვენმა თემმა ყველა სასამართლო მოიგო. მთავრობას ჩვენი არ ესმის და უმე(კ)-ს მხარეს არის (ახლა ეს მეუ არის – რედ.). დღეს ეკლესია სქიზმატიკოსებისგან არის დაპყრობილი, ჩვენ კი სახლებში ვლოცულობთ. ხელისუფლებისგამ მხოლოდ ერთი რამე გვსურს – ხელს ნუ გვიშლიან. სახელმწიფოებრივი დარჩეს სახელმწიფოს, ხოლო საეკლესიო საკითხების გადაწყვეტის უფლება ჩვენ მოგვცეს. თუ ჩვენ – ჩვენი ქვეყნის კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, მაშინ კეთილი ინებეთ - დაიცავით კანონი. თუ ჩვენ მოვიგეთ სასამართლო – მოგვეცით უფლება ჩვენს ეკლესიაში ვილოცოთ. სახელმწიფოსგან ჩვენ სხვა არაფერი არ გვინდა – უბრალოდ ხელს ნუ გვიშლიან და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება. რამდენ წინააღმდეგობას წავაწყდით, რამდენი გადავიტანეთ, იყო ბევრი თავდასხმა, მაგრამ ჩვენგან არც ერთი ადამიანი არ გადასულა უმე(კ)-ში. ჩვენი თემი უნეტარესი ონუფრეს ერთგული დარჩა», – თქვა თავის სიტყვით გამოსვლაში დევნილი თემების შეკრებაზე ,,მართალნი’’ მარია ფორმანეცმა.
სოფელ პტიჩიედან სხვა მრევლმა მოჰყვა ტაძრის დარბევის დეტალები, რომელიც პოლიციის მდუმარე თანხმობით მოხდა.
«ეკლესიასთან კარავი გავშალეთ და იქ ვდარაჯობდით. იმ ღამესაც , როდესაც მათ ტაძარი დაარბიეს მე და კიდევ სამი მამაკაცი ვდარაჯობდით. მაშინ მილიცია უკვე იქ იყო. მაშინ უკანა შესასვლელიდან ჩუმად შევიდა 15 უცნობი პირი, კიდევ 15 გზის მხარეს შესასვლელიდან შევიდა. არსებობს ვიდეო თუ როგორ ჭრიან ისინი კლიტეებს. სულ 30 ადამიანი იყო. ჩვენი სოფლის მცხოვრები ორი ქალი, რომლებიც ეკლესიის შიგნით იყვნენ გარეთ გამოაგდეს. და მას მერე ისინი (სქიზმატიკოსები – რედ.) ტაძარში იმყოფებიან. ჩვენ ექვსი წელი ო.ნიკოლაის ავტოფარეხში ვმსახურობდით (ყოფილი მღვდელის დიაკონ ნიკოლაი სისონიუკის – რედ.), ახლა შემოგვწირეს სახლი, ჩვენ ის მოვაწყვეთ, და გაზაპხულიდან უკვე იქ ვიმსახურებთ», – თქვა მან.
ასევე მარია ფორმანეცმა დაამატა, რომ პტიჩიეში უმე-ს მორწმუნეების დევნის მიუხედავად, არც ერთმა ადამიანმა არ მიგვატოვა და არავინ არ გადასულა სქიზმატიკოსების მხარეს. მრევლის ყველა წევრი უმე-ს და უწმინდესი ონუფრეს ერთგული დარჩა.
როგორც ადრე მჟკ წერდა, პტიჩიეში პირველი ლიტურგია ჩატარდა სახლში მეუ-სგან მიტაცებული ტაძრის ნაცვლად.