უმე სპიკერი: მრევლი მზად არის ეკლესიის დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს
უმე აკავებს მრევლს ქუჩაში მასიური გამოსვლებისგან, მაგრამ ხალხი განწყობილია ეკლესიის დასაცავად მტკიცე ნაბიჯები გადადგას, თქვა მამა ნიკოლაიმ.
უმე-ს საგარეო საეკლესიო კავშირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლაი დანილოვიჩმა პროგრამა «პრავა ნა ვერუ» youtube-არხზე «პერში კაზაცკი» განაცხადა, რომ მრევლი მზად არის მოაწყოს ქუჩასი მასიური გამოსვლა ხელისუფლებისგან ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გასაპროტესტებლად, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვცდილობთ შევაკავოთ ისინი.
«ჩენ დავიცავთ ჩვენს უფლებებს ყველანაირი კანონიერი გზით. თუ მთავრობა ვერ გაიგებს, ჩვენ ქუჩაში გამოვალთ, ხალხი მზად არის, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება რაიმე სასიკეთო ნაბიჯი გადადგმული, – თქვა უმე-ს სპიკერმა. – ხალხს თვითონ უნდა,ჩვენ ვაკავებთ ხალხს».
მან აღნიშნა, რომ ახლა იმსხვრევა სტერეოტიპები და შეუძლებელია იწინასწარმეტყველო რა იქნება მომავალში. ვიმედოვნებთ რომ არსებული პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდება, თუ მრევლი გამოავლენს თავის სოციალურ-საზოგადოებრივ პოზიციას ეკლესიის დასაცავად. «ჩვენ რომ ვიყოთ ცოტანი - ერთია, ჩვენ ბევრი ვართ და ამით უნდა ვისარგებლოთ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესია. არ უნდა იჯდე და ელოდო რომ ვიღაც დაგიცავს. ჩვენი ეკლესიის ბედი ახლა დამოკიდებულია ყველა ჩვენთაგანზე», – დაასკვნა მამა ნიკოლაიმ.
როგორც მჟკ წერდა, ეკლესიაზე წნეხს შეიძლება ჩერნოგორიის მსგავსი რეაქცია მოჰყვეს, დარჭმუნებულია უმე-ს სპიკერი.