ვატიკანში განაცხადეს, რომ ღვთისმშობელი აერთიანებს ქრისტიანობასა და ისლამს

25 February 2021 20:12
41
პაპ ფრანცისისა და ისლამისტების შეხვედრა. ფოტო: famigliacristiana.it პაპ ფრანცისისა და ისლამისტების შეხვედრა. ფოტო: famigliacristiana.it

ღვთისმშობელი პასუხობს "გენეტიკურ კოდს იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში", ამიტომაც შეუძლია გახდეს ხიდი მულტიკულტურულ სამყაროებს შორის, განაცხადა რკე მღვდელმსახურმა.

18 თებერვალს რომში დაიწყო ვებინარების სერია, რომელიც ეძღვნება დიალოგს კათოლიციზმსა და ისლამს შორის სახელწოდებით "მარია, რწმენის და სიცოცხლის მოდელი ქრისტიანობისა და ისლამისათვის", ორგანიზებულია პაპის მარიოლოგიის საერთაშორისო აკადემიის და იტალიის ისლამური კულტურული ცენტრის და რომის დიდი მეჩეთის თანამშრომლობით, იუწყება  churchmilitant.com.

ვებინარების მიმდინარეობისას ღვთისმშობლის ქანდაკება წარმოადგენდა რელიგიათაშორის დიალოგის გამაერთიანებელ საგანს.

ისლამურ-კათოლიკური დიალოგის ორგანიზატორმა რომის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა ჯან მატტეო როჯიომ განაცხადა, რომ ღვთისმშობლის ქანდაკება თითქოსდა პასუხობს "იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის გენეტიკურ კოდებს", ამიტომ შეიძლება იყოს ხიდი რელიგიურ და მულტიკულტურულ სამყაროებს შორის.

"მიეკუთვნება რა ამ სამ რელიგიურ და მულტიკულტურულ სამყაროს (იუდაიზმს, ქრისტიანობასა და ისლამს, მარიამის ქანდაკება თავისთავად წარმოადგენს მუდმივ მოწვევას გაერთიანებისკენ, იმ ქანდაკებებისაგან განსხვავებით, რომლებსაც მიჰყავთ ომისკენ, სიძულვილისა და არაადამიანობისკენ,"- აღნიშნა მან.

ამავე დროს   churchmilitant.com -ის ავტორები იხსენებენ, რომ ისლამური ჰადისის თანახმად (გადმოცემა მუჰამმადის შესახებ, რომელიც აღწერს მის რაიმე საქციელს ან გამონათქვამს)  მუსულმანები დარწმუნებული არიან, თითქოს ღვთისმშობელი სამოთხეში უნდა გახდეს მუჰჰამედის ცოლი. ამაზე ნაწილობრივ საუბრობდა ეგვიპტის ყოფილი მინისტრის მოადგილე რელიგიურ საკითხებში დოქტორი სალემ აბდულა გალილი. ამ ფაქტზე თანამედროვე ქრისტიანებმა არაფერი არ იციან, მაგრამ შუასაუკუნეებში, ისლამური ოკუპაციის დროს, ეს კარგად იყო ცნობილი, იმიტომ რომ მუსულმანი დამპყრობლები რეგულარულად ამცირებდნენ ქრისტიანებს ამ ტექსტით.

ვებინარები ერთობლივად  მიყავთ კათოლიკებს და მუსულმანებს, რომელთა მისწრაფებაა "დიალოგი, ცოდნა და თანამშრომლობა." ასევე ვებინარებზე წაიკითხავენ ლექციებს, მიძღვნილს ლოცვაზე, ძალადობაზე, სინანულზე, მარხვასა და მოქალაქეობაზე.

ვებინარების სესია დასრულდება რამადანის თვეში რომის დიდი მეჩეთის საკონფერენციო დარბაზში.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, რმე -ში გაიხსენეს 12 განსხვავება მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ