უმე სპიკერი: ყრილობა „ერთგულები“ თვით მრევლის მიერ იყო ინიცირებული
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებმა მიტაცებული ტაძრებიდან გადაწყვიტეს შეკრება სიტუაციისა და მომავლის გეგმების განსახილველად,ყვებოდა დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტაცებული ტაძრების წარმომადგენელთა ყრილობის „ერთგულების“ ინიციატორები გახდნენ მრევლის წევრები და დევნილი გაერთიანებების სამღვდელოება, რომლებმაც მიმართეს კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს წინადადებით, რომ შეეკრიბათ ისინი სიტუაციის განსახილველად და აზრების გასაზიარებლად, თუ როგორ იცხოვრონ და იმოქმედონ მომავალში. ამის შესახებ ყვებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების გამგის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი Youtube-არხის «Перший Козацький» ეთერში ტრანსლირებულ ბრიფინგზე, რომელიც ყრილობის შედეგებს ეხებოდა.
„ეს სწორედ ხალხის ინიციატივა იყო. სხვადასხვა სამრევლოებიდან მათ მიმართეს უნეტარესს და უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ აკურთხა ამ ფორუმის ჩატარება, - თქვა დეკანოზმა დანილევიჩმა. ისინი ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ ერთმანეთი ენახათ, ესაუბრათ შექმნილ სიტუაციაზე, თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ, თუ როგორ იცხოვრონ შემდგომში, მომავალში“.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერის სიტყვებით, ყრილობაზე „ერთგულები“ ბევრი საკითხი განიხილებოდა, იყო მრავალი დევნილი გაერთიანების წარმომადგენელთა გამოსვლები, რომლებიც ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს, გამოითქვა ზოგიერთი მოსაზრება, მიიღეს რამდენიმე მიმართვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტაცებული ტაძრების მრევლის ყრილობამ მიმართა რადას, პრეზიდენტს, მინისტრთა კაბინეტს.