უმე-ზე თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ქვეყანაში, – ექსპერტი

21 February 2021 23:05
22
უკრაინელი პოლიტოლოგი და პოლიტტექნოლოგი მიხეილ პოგრებინსკი. ფოტო:  Ua-raiting.com უკრაინელი პოლიტოლოგი და პოლიტტექნოლოგი მიხეილ პოგრებინსკი. ფოტო: Ua-raiting.com

პოლიტოლოგი უშვებს, რომ ოპოზიციური არხების დახურვის შემდეგ შესაძლებელია დაიწყოს კანონიკურ ეკლესიებზე შეტევა, რაც გამოიწვევს სერიოზულ კონფლიქტს.

ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი, ოპოზიციური არხების დახურვის შემდეგ, შეიძლება იყოს უკრაინის კანონიკური ეკლესიის მიმართ თავდასხმები, ამ ქმედებებს მოჰყვება ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაცია, თქვა უკრაინელმა პოლიტოლოგმა და პოლიტ-ტექნოლოგმა მიხეილ პოგრებინსკიმ «Першого Козацького» ეთერში.

ის თვლის რომ, პრეზიდენტის რეზიდენცია და თვითონ პრეზიდენტი ბოლომდე ვერ აანალიზებენ რა საშიშროების წინაშე აყენებს ქვეყანას ასეთი ქმედებები: «მათ რომ ესმოდეთ, რომ საჭიროა კონფესიური მშვიდობა, რომ არ არის საჭირო იმ ეკლესიის დაყოფა, რომელსაც ყველაზე მეტი მრევლი, ყველაზე მეტი მორწმუნე ჰყავს და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ მათთვის ეს სულ ერთია».

პოგრებინსკი თვლის, რომ პრეზიდენტს უნდა აუხსნან ის ,,წითელი ხაზი’’ ეკლესიასთან მიმართებაში, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოიტანს გლობალურ ზიანს უკრაინისთვის: « მორწმუნე ხალხი წინააღმდეგობას გაუწევს. ეს (ეკლესიაზე თავდასხმა – რედ. შენ.) არ იქნება ადვილი გასაკეთებელი. ეს ხერხი გამოიწვევს ქვეყანაში ძალიან დიდ დესტაბილიზაციას. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ მეჩვენება, რომ არსებობს რაღაც,,წითელი ხაზი’’, რომელზეც უნდა უთხრან მას (ზელენსკის – რედ. შენ.)».

როგორც მჟკ იუწყებოდა, აშშ დაინტერესებულია რელიგიური ორგანიზაციების დეკონსტრუქციით, ამიტომაც ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება უმე-ზე თავდასხმა, თვლის რუსლან ბორტნიკი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ